|
2022-05-26 19:48:59, 1597 ნახვა
ომი უკრაინაში
სოროსი - არამხოლოდ უკრაინამ, მოლდოვამ და საქართველომაც უნდა მიიღონ EU-ს წევრობის უფლება
საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა, საკუთარი პროევროპული მიდგომის გაფართოებით, მხარი დაუჭირა მნიშვნელოვან გეოგრაფიულ გაფართოებასა და ევროკავშირის მიერ ამისთვის მზადების აუცილებლობას. - ამის შესახებ განაცხადა მილიარდერმა და ღია საზოგადოების ფონდების დამაარსებელმა, ჯორჯ სოროსმა. მისივე თქმით, არამხოლოდ უკრაინამ, არამედ მოლდოვამ, საქართველომ და დასავლეთ ბალკანეთმაც უნდა მიიღონ ევროკავშირის წევრობის უფლება. "საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა, საკუთარი პროევროპული მიდგომის გაფართოებით, მხარი დაუჭირა მნიშვნელოვან გეოგრაფიულ გაფართოებასა და ევროკავშირის მიერ ამისთვის მზადების აუცილებლობას. არამხოლოდ უკრაინამ, არამედ მოლდოვამ, საქართველომ და დასავლეთ ბალკანეთმაც უნდა მიიღონ ევროკავშირის წევრობის უფლება". - ნათქვამი განცხადებაში. შეგახსენებთ, რომ ხანგრძლივი სამხედრო ძალის თავმოყრის შემდეგ, რუსეთის მიერ თვითგამოცხადებული დონეცკის სახალხო რესპუბლიკისა და ლუჰანსკის სახალხო რესპუბლიკის აღიარების შემდეგ, რუსეთმა დაარღვია საერთაშორისოდ აღიარებული უკრაინის სუვერენიტეტი და ომი გამოაცხადა. ომს დაწყებიდან დღევანდელ დღემდე არაერთი მოქალაქის სიცოცხლე შეეწირა.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)