|
2022-05-26 16:46:06, 1640 ნახვა
ომი უკრაინაში
შოლცი - პუტინმა სამშვიდობო შეთანხმებას საკუთარი პირობებით არ უნდა მიაღწიოს
რუსეთი უკრაინაში მიმდინარე ომს ვერ მოიგებს. - ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა განაცხადა. მისივე თქმით, ვლადიმირ პუტინმა სამშვიდობო შეთანხმებას საკუთარი პირობებით არ უნდა მიაღწიოს. " პუტინმა არ უნდა მოიგოს თავისი ომი და დარწმუნებული ვარ, რომ ის ვერ გაიმარჯვებს. მთელი უკრაინის აღება ახლა უფრო წარმოუდგენლად ჩანს, ვიდრე ეს ომის დასაწყისში იყო.ნაკარნახევი მშვიდობა არ იქნება. უკრაინა ამას არ დათანხმდება, არ დავთანხმდებით ჩვენც. პუტინი მოლაპარაკებებს სერიოზულად მაშინ მიუდგება, როდესაც შეეგუება, რომ ამ ომს ვერ მოიგებს" - ნათქვამია განცხადებაში. შეგახსენებთ, რომ ხანგრძლივი სამხედრო ძალის თავმოყრის შემდეგ, რუსეთის მიერ თვითგამოცხადებული დონეცკის სახალხო რესპუბლიკისა და ლუჰანსკის სახალხო რესპუბლიკის აღიარების შემდეგ, რუსეთმა დაარღვია საერთაშორისოდ აღიარებული უკრაინის სუვერენიტეტი და ომი გამოაცხადა. ომს დაწყებიდან დღევანდელ დღემდე არაერთი მოქალაქის სიცოცხლე შეეწირა.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)