18:49 - 26 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-05-26 14:54:28, 924 ნახვა

პოლიტიკა
კარლ ჰარცელის განცხადებით, საქართველო ევროკავშირში გაწევრიანების სტატუსზე პასუხს ორ-სამ კვირაში მიიღებს

ევროკავშირის ელჩი საქართველოში, კარლ ჰარცელი ვარაუდობს, რომ საქართველო, უკრაინა და მოლდოვა ევროკავშირის კანდიდატობის სტატუსზე პასუხს ორ-სამ კვირაში მიიღებენ. 

ჰარცელმა ასევე აღნიშნა, რომ ქართველი სამხედროები არა მხოლოდ ამ ქვეყნის დაცვას, არამედ მსოფლიოში ევროპული ფასეულობების დაცვას ემსახურებიან.

"მინდა ვისარგებლო ამ შესაძლებლობით და საქართველოს თითოეულ მოქალაქეს მოვულოცო დამოუკიდებლობის დღე. ასევე მინდა პატივი მივაგო იმ სამხედროების, რომლებმაც ახლა გაიარეს. ისინი არა მხოლოდ ამ ქვეყნის დაცვას, არამედ მსოფლიოში ევროპული ფასეულობების დაცვას ემსახურებიან. ახლა ევროკომისიამ უნდა წარმოადგინოს თავისი მოსაზრება საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის აპლიკაციაზე და ჩემი პროგნოზით ეს მოხდება ორ-სამ კვირაში", - განაცხადა ჰარცელმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
აშშ-ის კონგრესმა ტრამპის შვილის ბარონის დაკითხვა მოითხოვა
აშშ-ის განცხადებით, ირანის საზღვაო ბლოკადა გრძელდება
საქართველოს განათლების სამინისტრომ სკოლის ფორმების ფასები დაამტკიცა
ევროკავშირმა სანქციები დააწესა რუსულ „ინტერ რაოზე“, რომელიც ირიბად ფლობს ენერგეტიკულ აქტივებს საქართველოში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics