|
2022-05-23 21:04:36, 1594 ნახვა
პოლიტიკა
მდინარაძე - ნაცმოძრაობის 3 მედია ამტკიცებს, რომ აშშ-ის საელჩომ მიზანმიმართულად განახორციელა კონკრეტული მოსამართლის დისკრიმინაცია
ნაცმოძრაობის 3 მედია ამტკიცებს, რომ აშშ-ის საელჩომ მიზანმიმართულად განახორციელა კონკრეტული მოსამართლის დისკრიმინაცია. - ამის შესახებ ინფორმაციას "ქართული ოცნების" ლიდერი, მამუკა მდინარაძე ავრცელებს. მისივე თქმით, კრიტიკული ტელევიზიები ამტკიცებენ, რომ აშშ-ის საელჩო ჩაერია სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობაში. " მეტი პარადოქსი რა შეიძლება იყოს? 3 მედიასაშუალება ნაცმოძრაობის დალაგებულია და ამტკიცებს, ბოლო 3 დღის განმავლობაში, რომ ამერიკის საელჩომ მიზანმიმართულად განახორციელა კონკრეტული მოსამართლის მიმართ დისკრიმინაცია, სცადა ჩარევა სასამართლოს დამოუკიდებლობაში კონკრეტული ქეისის გამო. ამას ამტკიცებენ ბოლო 3 დღის განმავლობაში და ამ დროს მესიჯბოქსი ისე აქვთ დალაგებული, რომ აქეთ გვედავებიან ანტიდასავლური თემების გაღვივებაში." - განაცხადა მდინარაძემ.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)