21:38 - 26 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-05-23 19:05:11, 1340 ნახვა

პოლიტიკა
პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი იაპონიის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტოს პრეზიდენტს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, დავოსში ვიზიტის ფარგლებში იაპონიის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტოს პრეზიდენტს აკიჰიკო ტანაკას შეხვდა. - ამის შესახებ ინფორმაციას პრემიერ-მინისტრის ადმინისტრაცია ავრცელებს.

მათივე თქმით, შეხვედრაზე საქართველოსა და იაპონიას შორის პარტნიორული ურთიერთობის მაღალი დონე აღინიშნა და ხაზი გაესვა სხვადასხვა მიმართულებით წარმატებულ თანამშრომლობას. გამოითქვა არსებული წარმატებული თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავების მზაობა.

ირაკლი ღარიბაშვილმა აკიჰიკო ტანაკას იაპონიის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტოს მიერ  საქართველოს სოფლის მეურნეობის, ენერგეტიკის, ინფრასტრუქტურული პროექტების, მდგრადი ეკონომიკური ზრდის და  საზოგადოების სტაბილურობის ხელშეწყობის მიმართულებით გამოყოფილი მნიშვნელოვანი ფინანსური დახმარებისთვის მადლობა გადაუხადა.

იაპონია საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტოს მეშვეობით  ტექნიკური თანამშრომლობის, კაპიტალის გრანტებისა და სესხების უზრუნველყოფის პროგრამებს ახორციელებს. 

საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტოს ძლიერი გლობალური ქსელი მოიცავს ევროპის, აზიის, ახლო აღმოსავლეთის, აფრიკის, ლათინური ამერიკის მიმართულებებს.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
აშშ-ის კონგრესმა ტრამპის შვილის ბარონის დაკითხვა მოითხოვა
აშშ-ის განცხადებით, ირანის საზღვაო ბლოკადა გრძელდება
საქართველოს განათლების სამინისტრომ სკოლის ფორმების ფასები დაამტკიცა
ევროკავშირმა სანქციები დააწესა რუსულ „ინტერ რაოზე“, რომელიც ირიბად ფლობს ენერგეტიკულ აქტივებს საქართველოში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics