21:38 - 26 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-05-23 11:02:49, 1208 ნახვა

პოლიტიკა
კობახიძე - ერთადერთი, რაშიც არ გამოვხატეთ სოლიდარობა უკრაინელების მიმართ, არის ის, რომ იგივე მდგომარეობაში არ ჩავვარდით

რადიკალური ოპოზიციის ზოგიერთი წარმომადგენელი არ მალავს და ღიად ამბობს, რომ საქართველოს ხელისუფლების მიერ მეორე ფრონტის არგახსნით არის უკმაყოფილო, - ამის შესახებ “ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. 

მისი თქმით, ერთადერთი, რაშიც მართველმა პარტიამ სოლიდარობა არ გამოხატა არის ის, რომ "დღეს ქართველი ხალხიც იგივე მდგომარეობაში არ არის ჩავარდნილი".  

"რადიკალური ოპოზიციის ზოგიერთი წარმომადგენელი არ მალავს და ღიად ამბობს, რომ საქართველოს ხელისუფლების მიერ მეორე ფრონტის არგახსნით არის უკმაყოფილო. თუმცა, ბევრია ისეთიც, რომელიც ამ აზრს ღიად არ აფიქსირებს.

სანქციებთან დაკავშირებით ჩვენი პოზიცია ნათელია და კიდევ ერთხელ განვმარტავთ. ბუნებრივია, ისეთი სანქციების დაწესებას, რომლებიც რუსეთს ვერავითარ ზიანს ვერ მიაყენებდა, მაგრამ ჩვენს ქვეყანას და ხალხს უმძიმეს ტვირთად დააწვებოდა, არავითარი გამართლება არ ექნებოდა. საკუთარ ქვეყანას და ხალხს ჩვენ სანქციებს ვერ დავუწესებდით.

შესაბამისად, სინამდვილეში, ერთადერთი, რაშიც არ გამოვხატეთ სოლიდარობა უკრაინელი ხალხის მიმართ, არის ის, რომ დღეს ქართველი ხალხიც იგივე მდგომარეობაში არ არის ჩავარდნილი. თუ რადიკალურ ოპოზიციას და მის ლობისტებს ის აღიზიანებს, რომ საქართველოში დღეს მშვიდობაა და ქვეყანას წლის პირველ კვარტალში 14,5-პროცენტიანი ეკონომიკური ზრდა ჰქონდა, ამაზეც ღიად უნდა ვისაუბროთ",- განაცხადა კობახიძემ. 
 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
აშშ-ის კონგრესმა ტრამპის შვილის ბარონის დაკითხვა მოითხოვა
აშშ-ის განცხადებით, ირანის საზღვაო ბლოკადა გრძელდება
საქართველოს განათლების სამინისტრომ სკოლის ფორმების ფასები დაამტკიცა
ევროკავშირმა სანქციები დააწესა რუსულ „ინტერ რაოზე“, რომელიც ირიბად ფლობს ენერგეტიკულ აქტივებს საქართველოში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics