|
2022-05-23 10:18:54, 1547 ნახვა
ომი უკრაინაში
უკრაინის ქალაქ ხარკოვში, ნანგრევებიდან 150-ზე მეტი ცხედარი ამოიღეს
უკრაინის ქალაქ ხარკოვში მაშველებმა დაბომბვის შედეგად განადგურებული 98 შენობის ნანგრევები გაასუფთავეს, საიდანაც 150-ზე მეტი ცხედარი ამოიღეს.ამის შესახებ ხარკოვის ოლქში საგანგებო სიტუაციების სახელმწიფო სამსახურის მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილემ, ანატოლი ტორიანიკმა განაცხადა. ტორიანიკის თქმით, ხარკოვში ყველაზე მასიური დაბომბვა განხორციელდა ჩრდილოეთ სალტოვკაში, პიატიხატკში, სოფელი ჟუკოვსკსა და როგანში. "ხარკოვში ჩვენმა დანაყოფებმა მთლიანად დაშალეს 98 ადგილი, სადაც ნანგრევებია. სამწუხაროდ, ნანგრევებიდან 150-ზე მეტი დაღუპულის ცხედარი ამოიღეს. ოპერატიული სამაშველო სამუშაოების დროს ჩვენმა დანაყოფებმა 250-ზე მეტი ადამიანი გადაარჩინეს", - თქვა მან. ქალაქის მერის თქმით, ომის შედეგად განადგურდა მთლიანი საცხოვრებელი ფართის დაახლოებით 30%. მან ასევე აღნიშნა, რომ ახალი მიკრორაიონების მშენებლობისას გათვალისწინებული იქნება ომის დროს მიღებული გამოცდილება. 21 აპრილის მდგომარეობით ხარკოვში 1929 სახლია დანგრეული.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)