21:28 - 09 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-05-22 15:09:10, 1424 ნახვა

საზოგადოება
„გაოგნებულია მომხდარით, სინანულშია“ - რა ირკვევა კაცზე, რომელმაც ცოლი შვილების თვალწინ მოკლა

21 მაისს თბილისში, საზოგადოებრივ ტრანსპორტში ქმარმა ახალგაზრდა ქალი შვილების თვალწინ მოკლა, რის შედეგადაც ის ადგილზე გარდაიცვალა.

ქმრის სისასტიკით დაღუპული ქალი 27 წლის სოფო კვარაცხელიაა, რომლის ცხედარი ზუგდიდში უკვე გადაასვენეს. 

სოფო კვარაცხელიას და მის მეუღლეს 2 შვილი ჰყავთ. ოჯახი სამეგრელოდან თბილისში საცხოვრებლად მცირეწლოვანი შვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო გადავიდა.

მომხდარი შემთხვევის შემდეგ, გოგოს დედა ინფარქტით საავადმყოფოში გადაიყვანეს და მისი მდგომარეობა მძიმეა.

 

გარდაცვლილის ახლობლები ყვებიან, რომ ცოლის მკვლელობის გამო დაკავებულ ქმარს ფსიქოლოგიური პრობლემები ჰქონდა და ფსიქოტროპულ პრეპარატებსაც იღებდა, თუმცა არა ექიმის დანიშნულებით.

რაც შეეხება თავად დაკავებულის პოზიციას, როგორც მისი ადვოკატი აცხადებს, 
ბრალდებული „ფაქტებს ვერ იხსენებს, გაოგნებულია მომხდარით, სინანულშია და რა მოხდა ჯერჯერობით, ამის აღდგენა უჭირს“. 

დანაშაული 13-დან 17 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით, დღეს, ზუგდიდში ფემიციდის წინააღმდეგ აქცია-პერფომანსი გაიმართება. ორგანიზატორთა განცხადებით, ისინი სწორედ ქალთა მკვლელობების სასტიკი სერიების წინააღმდეგ გამოვლენ, სიცოცხლის ფუნდამენტური და ხელშეუვალი უფლების დასაცავად.

აქცია ზუგდიდის გარდა თბილისსა და ბათუმშიც გაიმართება.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ირაკლი დგებუაძე თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს უფროსად დანიშნეს
ვოლსკი: საიდან მოიტანეს ეს ქარდი, ან ვინ ალაიქებს, ან ვინ აჰაჰავებს
რას პასუხობს საზოგადოებრივი მაუწყებელი სინდისის პატიმრების მშობლებს ეთერის მოთხოვნაზე
რიკოთზე ავარიას 2 ადამიანი ემსხვერპლა, დაშავდა ბავშვი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics