23:05 - 26 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-05-19 18:32:53, 1097 ნახვა

პოლიტიკა
უკრაინის გენშტაბი - ბელარუსი აეროდრომს, სავარაუდოდ, რუსეთის სამხედრო ბაზად ამზადებს

ჩვენ ხელთ არსებული მონაცემებით, მტერმა დაიწყო გომელის რეგიონში ზიაბროვკას აეროდრომის საინჟინრო აღჭურვილობის მომზადების სამუშაოები. - ამის  შესახებ ინფორმაციად უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი ავრცელებს.

მათივე თქმით, ბელარუსის მხრიდან უკრაინის ტერიტორიაზე სარაკეტო დარტყმის საფრთხე კვლავ არსებობს.

„ჩვენ ხელთ არსებული მონაცემებით, მტერმა დაიწყო გომელის რეგიონში ზიაბროვკას აეროდრომის საინჟინრო აღჭურვილობის მომზადების სამუშაოები, რომელიც შემდგომ შეიძლება გამოყენებულ იქნას რუსეთის ფედერაციის სამხედრო ბაზად ბელარუსის რესპუბლიკაში“. - ნათქვამია განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ ხანგრძლივი სამხედრო ძალის თავმოყრის შემდეგ, რუსეთის მიერ თვითგამოცხადებული დონეცკის სახალხო რესპუბლიკისა და ლუჰანსკის სახალხო რესპუბლიკის აღიარების შემდეგ, რუსეთმა დაარღვია საერთაშორისოდ აღიარებული უკრაინის სუვერენიტეტი და ომი გამოაცხადა. ომს დაწყებიდან დღევანდელ დღემდე არაერთი მოქალაქის სიცოცხლე შეეწირა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ყვარელში ავარიისას დაშავებული ქალი კლინიკაში გარდაიცვალა
ქუთაისი-ზესტაფონის გზაზე ავარიის შედეგად 14 პირი დაშავდა
აშშ-ის კონგრესმა ტრამპის შვილის ბარონის დაკითხვა მოითხოვა
აშშ-ის განცხადებით, ირანის საზღვაო ბლოკადა გრძელდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics