|
2022-05-19 12:46:08, 687 ნახვა
საზოგადოება
ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასმა, სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოს, შშმ პირთათვის, საოჯახო ტიპის სახლები გადასცა
ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, დიდი ზომის პანსიონატების დეინსტიტუციონალიზაციის პროცესი გრძელდება. ამ მიზნით, ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასმა, სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოს, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთათვის, საოჯახო ტიპის სახლები გადასცა. სახლების გადაცემის ოფიციალურ ცერემონიალს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ზურაბ აზარაშვილი და ჩეხეთის ელჩი საქართველოში პეტრ მიკისკა დაესწრნენ. მცირე ზომის საოჯახო სახლებში დუშეთისა და მარტყოფის დიდ პანსიონატებში მცხოვრები ბენეფიციართა ნაწილი გადავა. ღონისძიების ფარგლებში, სტუმრებმა მცირე საოჯახო ტიპის სახლები დაათვალიერეს, შემდეგ კი მხარეებს შორის დონაციის აქტი გაფორმდა. დოკუმენტს ხელი სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოს დირექტორმა მერი მაღლაფერიძემ და ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასის მისიის ხელმძღვანელმა იან ბლინკამ მოაწერეს. ჩეხეთის განვითარების სააგენტოს დაფინანსებული პროექტი - „გზა შინისაკენ: ზრდასრულთა ალტერნატიული სოციალური სერვისების განვითარება საქართველოში“, დიდი ზომის პანსიონატების ბენეფიციარებისთვის დამოუკიდებლად ცხოვრების ხელშეწყობასა და მათთვის თემზე დაფუძნებული სერვისების უზრუნველყოფას ისახავს მიზნად. ღონისძიებას ასევე, ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე თამარ ბარკალაია, ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასის პროექტის მენეჯერი თამარ კურტანიძე, დუშეთის მერი მანანა ნარიმანიძე, მუნიციპალიტეტის საკრებულოს სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე გიორგი ასლამაზიშვილი და სხვა საპატიო სტუმრები ესწრებოდნენ.
ჩინეთმა რუსეთისთვის უკრაინაში გამოყენებული დრონებისთვის ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგიის მიწოდება დაიწყო და Starlink-ის თანამგზავრების განადგურება შესთავაზა
ირაკლი დგებუაძე თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს უფროსად დანიშნეს
ვოლსკი: საიდან მოიტანეს ეს ქარდი, ან ვინ ალაიქებს, ან ვინ აჰაჰავებს
რას პასუხობს საზოგადოებრივი მაუწყებელი სინდისის პატიმრების მშობლებს ეთერის მოთხოვნაზე
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)