|
2022-05-16 17:08:48, 1622 ნახვა
რეგიონი
შუახევის მერი აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრთა და ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, მთა ჩირუხში არსებულ ვითარებას გაეცნო
შუახევის მერი, ომარ ტაკიძე, აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრთან, ფრიდონ ფუტკარაძესთან და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, მთა ჩირუხში იმყოფებოდა და არსებულ ვითარებას ადგილზე გაეცნო. ამის შესახებ ინფორმაციას შუახევის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს. მოსახლეობის საზაფხულო იალაღებზე გასვლამდე გაიწმინდა მთებში მისასვლელი გზები, გამართულია ცენტრალური ელექტროგადამცემი ქსელი და ადგილობრივებს, ელექტროენერგიით სარგებლობა შეუფერხებლად შეეძლება. ომარ ტაკიძის განცხადებით, მიმდინარე წელს დაგეგმილია ჩირუხის გზის რეაბილიტაცია, ახალი შიდა ელექტროგადამცემი ქსელის მოწყობა, ჩირუხის ცენტრის კეთილომოწყობა, სასმელი წყლის პროექტირება. მიმდინარეობს აქტიური მოლაპარაკება მობილური კავშირგაბმულობის კომპანიასთან სატელეფონო კავშირების გაძლიერებასთან დაკავშირებით. ადგილობრივები, როგორც ყველა მთაში აქაც ისარგებლებენ უფასო მგზავრთა ტრანსპორტირების პროგრამითა და სამედიცინო მომსახურებით. ხელმძღვანელ პირებმა დაათვალიერეს ასევე, ახალი ტურისტული ლოკაცია ,,კუნტიჯვარი“, რომელიც ჩირუხის მთიდან ბილიკით უკავშირდება დარჩიძეების ციხეს. აღნიშნულ ლოკაციაზე, აგვისტოში დაგეგმილია სახალხო დღესასწაულის ,,კუნტიჯვრობის“ ჩატარება.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|




ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)