22:53 - 17 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-02-04 20:43:43, 964 ნახვა

საზოგადოება
კახეთის გზატკეცილზე ე.წ. ვარკეთილის ხიდი გამოიცდება

ღამის 00:00 საათიდან კახეთის გზატკეცილზე  # 2 გზაგამტარი, ე.წ. ვარკეთილის ხიდი  გამოიცდება.

ამის შესახებ "ექსპრესნიუსს" თბილისის მერიიდან აცნობეს.

მათივე ინფორმაციით, აღნიშნულ ტერიტორიაზე ჩაიკეტება გზის ძირითადი მოძრაობის ზოლი და ავტომობილებისთვის გადაადგილება მეორეხარისხოვანი  ზოლებით იქნება შესაძლებელი. 

"ხიდის გამოცდა მთელი ღამის განმავლობაში გაგრძელდება. თავდაპირველად ნაგებობაზე განთავსდება სატვირთო მანქანები, რომელბიც შემდეგ სხვადასხვა მიმართულებით  იმოძრავებენ. პარალელურად, სპეციალისტები ხიდზე მიმდინარე პროცესებს სპეციალური ხელსაწყოებით შეამოწმებენ. გზაგამტარის გამოცდის საბოლოო დასკვნა რამდენიმე კვირაში გახდება ცნობილი", - აცხადებენ მერიაში.

გარდა ამისა, მერიის ცნობით, კახეთის გზატკეცილზე  15 თებერვლამდე კიდევ სამი გზაგამტარი გამოიცდება.  

ხიდებისა და მეტეხის გვირაბის გამოკვლევა-გამოცდის პროექტის  ფარგლებში, კვლევა უკვე ჩაუტარდა 8 ნაგებობას. კვლევის მიზანია ობიექტების მდგომარეობის დადგენა და, საჭიროების შემთხვევაში, განსახორციელებლი სარეაბილიტაციო სამუშაოებისა და მათი ღირებულების განსაზღვრა. 

კვლევითი სამუშაოებს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ხიდსაცდელი ცენტრი აწარმოებს. პროექტი, რომლისთვისაც დედაქალაქის ბიუჯეტიდან 397 900 ლარია გამოყოფილი, 2015 წლის მაისში დასრულდება.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
თბილისი პრაიდი: "ოცნებამ" სცადა, ქვიარ ადამიანები საზოგადოებრივი ცხოვრებიდან გავექრეთ
SJC: 17 მაისი საქართველოში „ოჯახის“ იდეის პოლიტიკური ინსტრუმენტალიზაციის სიმბოლური დღეა
ელენე ხოშტარია - ხალხის სიმრავლე და ვერც დრო, ვერ წაშლის 2013 წლის 17 მაისს ჩადენილ ბოროტებას
შიო მესამე - თუ ოჯახში ტრიალებს მძიმე ცოდვა, ისეთი როგორიც არის, მაგალითად, აბორტი, მაშინ ბედნიერებას ვერ ააშენებ, განწირულია ასეთი ოჯახი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics