03:58 - 04 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-05-11 15:39:09, 1196 ნახვა

მსოფლიო
ამერიკის შეერთებული შტატები ბულგარეთს თხევად ბუნებრივ აირს მიაწვდის

შეერთებული შტატები ბულგარეთს თხევად ბუნებრივ აირს ივნისის თვიდან მიაწვდის. ამის შესახებ ვაშინგტონში ბულგარეთის პრემიერ-მინისტრ კირილ პეტკოვსა და აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტ კამალა ჰარისის შეხვედრის შემდეგ გახდა ცნობილი.

ამერიკის მთავრობის განცხადებით ბულგარეთისთვის ბუნებრივი აირის მიწოდება რუსულ გაზპრომზე დაბალ ფასად მოხდება.

„თხევადი ბუნებრივი აირის რეალური მიწოდება ბულგარეთში გაზპრომისზე დაბალი ფასებით შეთანხმებულია ივნისიდან“, - ნათქვამია მთავრობის განცხადებაში.

27 აპრილს გაზპრომმა შეუწყვიტა გაზის მიწოდება ბულგარეთსა და პოლონეთს საფასურის რუბლით გადახდაზე უარის თქმის გამო. ბულგარეთი წელიწადში დაახლოებით 3 მილიარდ კუბურ მეტრ ბუნებრივ აირს მოიხმარს, 90%-ზე მეტი რუსეთიდან იმპორტირებულია.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
სტამბოლში სტენდაფ კომიკოსი ერდოღანზე ხუმრობის გამო დააკავეს
რუსეთის ბენზინგასამართ სადგურებზე რიგები ახლა კოსმოსიდანაც ჩანს
ნავთობგადამამუშავებელი ქარხნების დაბომბვებმა ნავთობისა და გაზის ბიუჯეტის შემოსავლები ტრილიონი რუბლით შეამცირა
ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის „საპრეზიდენტო“ არჩევნების ე.წ. ვადამდელი თარიღად 18 სექტემბერი დადგინდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics