22:53 - 17 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-02-04 20:25:08, 854 ნახვა

საზოგადოება
მერიასა და „არბაითერ-სამარიტერ-ბუნდის“ საქართველოს წარმომადგენლობას შორის მემორანდუმი გაფორმდა

თბილისის  მერიასა და „არბაითერ-სამარიტერ-ბუნდის“ საქართველოს წარმომადგენლობას შორის ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა.

მემორანდუმს ხელი მოაწერეს თბილისის მერმა დავით ნარმანიამ და „არბაითერ-სამარიტერ-ბუნდის“ საქართველოს ოფისის დირექტორმა მათიას ვოლფაილმა.

მერიის ინფორმაციით, მემორანდუმი მოიცავს ურთიერთთანამშრომლობას, რაც გულისხმობს თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღებში ბუნებრივი კატასტროფების რისკის შემცირების მიმართულებით აქტივობების ჩატარებას, რაც უზრუნველყოფს როგორც ბავშვების, ისე აღმზრდელების უსაფრთხოების კულტურის ამაღლებას.

თბილისის მერის განცხადებით, ორგანიზაცია „არბაითერ-სამარიტერ-ბუნდს“ საბავშვო ბაღებში სხვადასხვა კუთხით მუშაობის მდიდარი გამოცდილება აქვს.

„სწორედ ამიტომ მივიღეთ გადაწყვეტილება და მათთან გავაფორმეთ ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი, რომელიც საბავშვო ბაღებში ერთობლივი პროექტების განხორციელებას ითვალისწინებს. დარწმუნებული ვარ, რომ უახლოეს მომავალში გვექნება შედეგები, რომელიც საბავშვო ბაღებში მდგომარეობის გაუმჯობესების თვალსაზრისით წაგვადგება“, - განაცხადა დავით ნარმანიამ.

მათიას ვოლფაილის განცხადებით, „არბაითერ-სამარიტერ-ბუნდი“ საბავშვო ბაღებში ბუნებრივი კატასტროფების რისკის შემცირების მიმართულებით მუშაობს. ორგანიზაციის თბილისის ოფისის ხელმძღვანელის თქმით, პროექტი ითვალისწინებს სხვადსხვა სახის პრევენციულ ღონისძიებებსაც.

„მიუხედავად ბავშვების მცირე ასაკისა, ეს ითვალისწინებს ბავშვების მომზადებას სხვადასხვა ბუნებრივი კატასტროფებისთვის, როგორიც არის მიწისძვრა, ხანძარი და ა.შ. რომ მათ ადრეული ასაკიდანვე ჰქონდეთ ინფორმაცია. პროექტი მოიცავას პირველადი დახმარების ტრენინგებსაც“, -განაცხადა მათიას ვოლფაილმა. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
თბილისი პრაიდი: "ოცნებამ" სცადა, ქვიარ ადამიანები საზოგადოებრივი ცხოვრებიდან გავექრეთ
SJC: 17 მაისი საქართველოში „ოჯახის“ იდეის პოლიტიკური ინსტრუმენტალიზაციის სიმბოლური დღეა
ელენე ხოშტარია - ხალხის სიმრავლე და ვერც დრო, ვერ წაშლის 2013 წლის 17 მაისს ჩადენილ ბოროტებას
შიო მესამე - თუ ოჯახში ტრიალებს მძიმე ცოდვა, ისეთი როგორიც არის, მაგალითად, აბორტი, მაშინ ბედნიერებას ვერ ააშენებ, განწირულია ასეთი ოჯახი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics