09:09 - 25 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-05-04 13:05:17, 1512 ნახვა

ომი უკრაინაში
ვლადიმერ პუტინი მაკრონს - დასავლეთმა უკრაინისთვის იარაღის მიწოდება უნდა შეწყვიტოს

ვლადიმერ პუტინმა და ემანუელ მაკრონმა ერთ თვიანი პაუზის შემდეგ სატელეფონო საუბარი გამართეს. რუსეთის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ დასავლეთს შეუძლია  უკრაინაში ომის დასრულება, უკრაინის მმართველ ვოლოდიმირ ზელენსკიზე მეტი ზეწოლით და  იარაღის მიწოდების შეწყვეტით.

 ემანუელ მაკრონის პრესსამსახურის ცნობით, საფრანგეთის ლიდერმა პუტინს ცეცხლის შეწყვეტისკენ მოუწოდა და მარიუპოლიდან მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაციის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება.

”მე მოვუწოდე რუსეთს, შეასრულოს თავისი საერთაშორისო პასუხისმგებლობა, როგორც გაეროს უშიშროების საბჭოს წევრმა, რათა ბოლო მოეღოს ამ დამანგრეველ თავდასხმას,” - განაცხადა საფრანგეთის პრეზიდენტმა.

 კრემლი აცხადებს, რომ რუსული მხარე კვლავ ღიაა დიალოგისთვის.

შეგახსენებთ , რომ დასავლეთის სახელმწიფოებმა ფართოდ შეიარაღეს უკრაინა რუსეთის წინააღმდეგ ბრძოლაში. სამშაბათს დიდმა ბრიტანეთმა 300 მილიონი ფუნტის (376 მილიონი აშშ დოლარი) ღირებულების სამხედრო აღჭურვილობის გადაცემის შესახებ განაცხადა, მათ შორის არის ელექტრონული საომარი აღჭურვილობა, სარადარო სისტემა, GPS ჩამკეტები და ღამის ხედვის მოწყობილობები.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ვენესუელაში მიწისძვრის ორი სერია მოხდა - 7.2 და 7.5 მაგნიტუდის სიმძლავრის, არიან დაღუპულები
„როსსტატის“ მონაცემებით, ბენზინის ფასების ყოველკვირეული ზრდა ბოლო 20 წლის განმავლობაში ყველაზე დიდია
ზელენსკი: ბელარუსის საზღვარზე აპარატურამ, რომელიც რუსულ დრონებს აკორექტირებდა, მუშაობა შეწყვიტა
დროა: პენიტენციურმა პირობა დაარღვია და ხოშტარიასთან მისი მკურნალი ექიმი არ შეუშვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics