02:15 - 25 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-04-28 17:55:08, 2786 ნახვა

ომი უკრაინაში
რუსმა ოკუპანტებმა აზოვსტალის ქარხანაში საველე ჰოსპიტალი დაბომბეს - არის მსხვერპლი

რუსმა სამხედროებმა აზოვსტალის ქარხანაში მდებარე საველე ჰოსპიტალი დაბომბეს, არიან გარდაცვლილები და დაჭრილები  ამის შესახებ Telegram- ზე აზოვის პოლკის ჯარისკაცებმა განაცხადეს.

მათი თქმით,  სამხედრო ჰოსპიტალი მთელი ღამის განმავლობაში იბომბებოდა. თავდასხმის შედეგად ჰოსპიტალის საოპერაციო ნაწილი ჩამოინგრა.

„გაფრთხილება!!! მთელი ღამის განმავლობაში რუსებმა ჩამოაგდეს უამრავი საჰაერო ბომბი, რომლებსაც შეუძლიათ შეაღწიონ  ბეტონის თავდაცვით სტრუქტურებში. აქ მკურნალობენ დაჭრილი დამცველები. უკვე გაანადგურეს ადგილი და ნანგრევების უმოწყალოდ დაბომბვა საზღვაო არტილერიით განაგრძეს. მტრის თავდასხმის გამო შენობის ნაწილი ჩამოინგრა, კერძოდ საოპერაციო ოთახი, რაც შეუძლებელს ხდის ჩვენი ჯარისკაცების დახმარებას“, - ნათქვამია განცხადებაში.

მებრძოლებმა მოუწოდეს საერთაშორისო უფლებადამცველ ორგანიზაციებს  რეაგირება მოახდინონ იმ ფაქტზე, რომ რუსეთი მარიუპოლში მყოფი დაჭრილი ჯარისკაცების დაბომბვას აგრძელებს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
„როსსტატის“ მონაცემებით, ბენზინის ფასების ყოველკვირეული ზრდა ბოლო 20 წლის განმავლობაში ყველაზე დიდია
ზელენსკი: ბელარუსის საზღვარზე აპარატურამ, რომელიც რუსულ დრონებს აკორექტირებდა, მუშაობა შეწყვიტა
დროა: პენიტენციურმა პირობა დაარღვია და ხოშტარიასთან მისი მკურნალი ექიმი არ შეუშვა
ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ საქართველოზე კრიტიკული რეზოლუცია მიიღო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics