22:49 - 02 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-04-28 14:08:05, 1290 ნახვა

მსოფლიო
ამერიკის კონგრესი - მხარს ვუჭერთ გაყინული რუსული აქტივების უკრაინის დასახმარებლად გამოყენებას

ამერიკის წარმომადგენელთა პალატამ დაამტკიცა კანონპროექტი, რომელიც აშშ-ს მთავრობას, სანქციების შედეგად კონფისკირებული რუსული აქტივების უკრაინის დახმარების მიზნით გამოყენებას სთავაზობს.

აღნიშნული ინიციატივის თანახმად, შეერთებული შტატების პრეზიდენტმა უნდა გადადგას კონსტიტუციით გათვალისწინებული ყველა ნაბიჯი, რუსი ოლიგარქებისთვის კორუფციითა და რუსეთის ფედერაციის ლიდერების მხარდაჭერის გამო, მიღებული ფინანსური აქტივების  ჩამოსართმევად.

„აქტივების გაყიდვიდან შემოსული თანხა უნდა მოხმარდეს უკრაინის აღდგენას,  სამხედრო და ჰუმანიტარული დახმარების გაწევას, ასევე უკრაინელი ლტოლვილების დახმარებას,"- ნათქვამია დოკუმენტში.

 წარმომადგენელთა პალატის წევრების, ტომ მალინოვსკისა და  ჯო უილსონის, ინიციატივას მხარი  417-მა კონგრესმენმა დაუჭირა, რვა - წინააღმდეგი იყო.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
5 ივლისი გაორმაგების დღეა - მომხმარებლებს 500-ზე მეტ პარტნიორ ობიექტში 50%-იანი ფასდაკლება დახვდებათ
რა წერია OHCHR-ის ანგარიშში 2025 წელს საქართველოში ადამიანის უფლებებთან დაკავშირებით
შიო III პრორუსული პარტიის ლიდერს ზურა მახარაძეს შეხვდა
თბილისში ყაჩაღობა მოხდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics