22:49 - 02 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-04-28 13:11:24, 1836 ნახვა

მსოფლიო
ნატო-ს გენმდივანი: საქართველო ძალიან ღირებული პარტნიორია და ვეძებთ გზებს, რათა უფრო მჭიდროდ ვითანამშრომლოთ

უკრაინაში რუსეთის სასტიკი შეჭრა ნატო-ს აჩვენებს   მოლდოვასა და საქართველოს მხარდაჭერის საჭიროება, - ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა ევროპარლამენტის ლიდერებთან გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

მისი თქმით, საქართველო ნატო-ს ძალიან ღირებული პარტნიორია. სამხედრო ალიანსის გენმდივანის აზრით უკრაინა-რუსეთის ომმა აჩვენა, რომ ნატო-ს და ევროკავშირის არაწევრ ქვეყნებს მხარდაჭერა სჭირდებათ.

„უკრაინაში რუსეთის სასტიკი შეჭრა ნატო-ს აჩვენებს იმ საჭიროებას, რომ უზრუნველყოს იმ ქვეყნების მხარდაჭერა ევროპაში, რომლებიც არც ნატო-ს და არც ევროკავშირის წევრები არ არიან, როგორიცაა მოლდოვა და საქართველო. ეს ეხება როგორც პრაქტიკულ მხარდაჭერას, ისე პოლიტიკურს. საქართველო არის ძალიან ღირებული პარტნიორი და ევროკავშირთან მჭიდრო თანამშრომლობით ვეძებთ გზებს, რათა მეტი გავაკეთოთ, რომ კიდევ უფრო მჭიდროდ ვითანამშრომლოთ ჩვენს ახლო პარტნიორებთან ევროპის აღმოსავლეთ ნაწილში“, - განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.
 
 სტოლტენბერგმა დასძინა, რომ ნატო ეძებს გზებს,ევროპის ახლო აღმოსავლეთში, ალიანსის პარტნიორი ქვეყნებისთვის მეტის გასაკეთებლად. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
5 ივლისი გაორმაგების დღეა - მომხმარებლებს 500-ზე მეტ პარტნიორ ობიექტში 50%-იანი ფასდაკლება დახვდებათ
რა წერია OHCHR-ის ანგარიშში 2025 წელს საქართველოში ადამიანის უფლებებთან დაკავშირებით
შიო III პრორუსული პარტიის ლიდერს ზურა მახარაძეს შეხვდა
თბილისში ყაჩაღობა მოხდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics