09:29 - 27 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-04-26 21:47:44, 1506 ნახვა

პოლიტიკა
პრეზიდენტის ადმინისტრაცია - საქართველოს პრეზიდენტმა აშშ-ში სამუშაო ვიზიტი დაიწყო

საქართველოს პრეზიდენტმა აშშ-ში სამუშაო ვიზიტი დაიწყო.- ამის შესახებ ინფორმაციას სალომე ზურაბიშვილის ადმინისტრაცია ავრცელებს.

მათივე თქმით, საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი მიწვეულია ვაშინგტონში, ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილი სახელმწიფო მდივნის, მადლენ ოლბრაიტის დაკრძალვის ცერემონიაზე დასასწრებად, რომელიც ვაშინგტონის საკათედრო ტაძარში გაიმართება.

" საქართველოს პრეზიდენტი, მსოფლიო ლიდერებთან ერთად, მადლენ ოლბრაიტის პატივსაცემად გამართულ მიღებას დაესწრება, რომელიც ვაშინგტონში, აშშ-ის მშვიდობის ინსტიტუტში გაიმართება." - ნათქვამია განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ ცერემონიაზე  გამოსამშვიდობებელი სიტყვით გამოვლენ: აშშ პრეზიდენტი ჯო ბაიდენი,  პრეზიდენტი ბილ კლინტონი, ყოფილი სახელმწიფო მდივანი ჰილარი კლინტონი და ოჯახის წევრები.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ივანიშვილის რეჟიმი ტუტუშკების მორალის პოლიციას აყალიბებს, რომლებიც მოქალაქეებს ღიად გაუსწორდება
რეჟიმის შსს ადასტურებს აქცის 10 მონაწილის დაკავებას ბანერების გამო
ბანერების გამო საპროტესტო აქციის მონაწილეები დააკავეს, პოლიციამ მომიტინგეებს სცემა
ბანერის ჭერის გამო თორნიკე თოშხუა წვრილმანი ხულიგნობის მუხლით დააკავეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics