21:46 - 02 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-04-26 12:54:45, 890 ნახვა

მსოფლიო
რუსული მედია- მოსკოვში დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ სახალხო რესპუბლიკების საელჩოები გაიხსნება

მოსკოვში დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ სახალხო რესპუბლიკების საელჩოები მალე გაიხსნება, -ამის შესახებ რუსული მედია „რია ნოვოსტი“ აცხადებს, რომელსაც აღნიშნული ინფორმაცია ერთ-ერთმა დიპლომატიურმა წყარომ მიაწოდა.

„ჩვენ ვეცდებით ეს მოხდეს უახლოეს მომავალში, რაც უფრო მალე, მით უკეთესი. ჩვენ კონკრეტული სამუშაოებით ვართ დაკავებულნი," - განაცხადა დიპლომატიურმა წყარომ.

ამასთან ერთად, დიპლომატიურმა წყარომ დასძინა, რომ საელჩოები შეიძლება გაიხსნას ერთი ან ორი თვის განმავლობაში.

შეგახსენებთ, რომ 21 თებერვალს, ვლადიმერ პუტინმა, სახელმწიფო დეპუტატებისა და დონბასის რესპუბლიკის მეთაურთან  თათბირის შემდეგ, ხელი მოაწერა განკარგულებას ლუგანსკის და დონეცკის სახალხო რესპუბლიკების სუვერენიტეტის აღიარების შესახებ. მეორე დღეს კი ახალ სახელმწიფოებთან დიპლომატიური ურთიერთობა დაამყარა.

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
5 ივლისი გაორმაგების დღეა - მომხმარებლებს 500-ზე მეტ პარტნიორ ობიექტში 50%-იანი ფასდაკლება დახვდებათ
რა წერია OHCHR-ის ანგარიშში 2025 წელს საქართველოში ადამიანის უფლებებთან დაკავშირებით
შიო III პრორუსული პარტიის ლიდერს ზურა მახარაძეს შეხვდა
თბილისში ყაჩაღობა მოხდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics