15:16 - 24 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-04-16 09:58:53, 1522 ნახვა

ომი უკრაინაში
ვოლოდიმირ ზელენსკი - მსოფლიო უნდა იყოს მზად იმისთვის, რომ ვლადიმერ პუტინმა შესაძლოა, ბირთვული იარაღი გამოიყენოს

მსოფლიო მზად უნდა იყოს იმ შესაძლებლობისთვის, რომ რუსეთმა შესაძლოა გამოიყენოს ბირთვული იარაღი უკრაინაში, განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმირ ზელენსკიმ ამერიკულ ტელეარხ CNN-თან ინტერვიუში.

მან ეს განცხადება გააკეთა კითხვაზე, შეშფოთებულია თუ არა CIA-ს დირექტორის უილიამ ბერნსის სიტყვებით, რომ რუსეთს შეეძლო ტაქტიკური ბირთვული იარაღის გამოყენება უკრაინაში შეჭრის დროს.

„არა მხოლოდ მე, მთელი მსოფლიო, ყველა ქვეყანა უნდა იყოს შეშფოთებული, რადგან ეს შეიძლება არ იყოს რეალური ინფორმაცია, მაგრამ შეიძლება სიმართლე აღმოჩნდეს. ჩვენ უნდა ვიფიქროთ, არ გვეშინოდეს, მაგრამ ვიყოთ მზად. მაგრამ ეს არ არის მხოლოდ უკრაინის საკითხი, ვფიქრობ, მთელი მსოფლიოსთვის საგანგაშოა ინფორმაცია”. - განაცხადა ზელენსკიმ.

მანამდე CIA-ს ხელმძღვანელმა უილიამ ბერნსმა განაცხადა, რომ რუსეთი უკრაინაში ტაქტიკურ ბირთვულ იარაღს გამოიყენებს. მისი აზრით, ეს შეიძლება მოხდეს იმ შემთხვევაში, თუ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი იმედგაცრუებული იქნება უკრაინის წინააღმდეგ ომში გამარჯვების მიღწევაში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
4 ოქტომბრის საქმეზე 3 პირს პატიმრობა მიესაჯა, მეყანწიშვილს ₾5 000-ლარიანი ჯარიმა
ფასდაკლებული პროდუქტის სამთავრობო პორტალი ჩაირთო
გვარაკიძე: კვლავ მკაცრი იყო პროკურატურის პოლიტიკა ოჯახურ დანაშაულზე, ყველას პატიმრობას ვითხოვდით
საქმე ეხება ფსიქოტროპული წამლებით უკანონო ვაჭრობას - დაკავებულია 17 პირი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics