17:13 - 02 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-04-09 13:42:33, 1428 ნახვა

მსოფლიო
ვიცე-პრემიერის განცხადებით, უკრაინამ ევროკავშირის წევრობაზე კანდიდატის სტატუსი, შესაძლოა, ივნისში მიიღოს

ველით, რომ კანდიდატის სტატუსს ივნისში მივიღებთ, - ამის შესახებ უკრაინის ვიცე-პრემიერის ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში ოლგა სტეფანიშინას განცხადებაშია აღნიშნული.

როგორც ის აღნიშნავს, ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი უკრაინის აღდგენისა და რუსეთის აგრესორზე გამარჯვების ნაწილია. 

„უკრაინამ მიიღო ევროკავშირის წევრობის კითხვარი. ჩვენ უკვე ჩავატარეთ მოსამზადებელი სამუშაოს დიდი ნაწილი, ამიტომ მზად ვართ უფრო სწრაფად წავიწიოთ წინ. ველით, რომ კანდიდატის სტატუსს ივნისში მივიღებთ. ეს არის ჩვენი აღდგენისა და რუსეთის აგრესორზე გამარჯვების ნაწილი, რომელსაც სურს შეცვალოს უკრაინის დემოკრატიული კურსი“,- განაცხადა ოლგა სტეფანიშინამ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
თბილისში ყაჩაღობა მოხდა
უგულშემატკივრე ქართველ კალათბურთელებს მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე | საქართველოს ბანკი - ეროვნული საკალათბურთო ნაკრების გენერალური სპონსორი
ევროპარლამენტი: მკაფიო გზავნილი საქართველოს და თურქეთს - რეფორმების გარეშე წინ ვერ წახვალთ
გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოში საქართველოზე კრიტიკული ანგარიში მომზადდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics