|
2022-04-08 17:59:54, 1860 ნახვა
რეგიონი
ვახტანგ მაისურაძემ ფარმაცევტულ კომპანიებთან მემორანდუმები გააფორმა
შიდა ქართლის სამხარეო ადმინისტრაციაში რეგიონის მუნიციპალიტეტებსა და ფარმაცევტულ კომპანიებს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. - ამის შესახებ ინფორმაციას კასპის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს. უწყების ცნობით, შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის ჩართულობით კასპის მუნიციპალიტეტის მერმა ვახტანგ მაისურაძემ ფარმაცევტულ კომპანიებთან ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა. ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის მიზნია კასპის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული მოსახლეობის მედიკამენტებით უზრუნველყოფის კუთხით დასაფინანსებელ ბენეფიციართა სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესების ხელშეწყობა და დახმარების მიმღებთათვის მედიკამენტების მიწოდების ყოველდღიური შეღავათიანი ტარიფებით უზრუნველყოფა. მედიკამენტებს სააფთიაქო ქსელში შეღავათიანი ტარიფებით შეიძენენ კასპის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული მოქალაქეები, რომლებიც სარგებლობენ მერიის სოციალური პროგრამის დახმარებით. საქართველოს მთავრობისთვის, როგორც ცენტრალური ხელისუფლების, ასევე ადგილობრივი თვითმმართველობებისთვის, მოქალაქეთა ჯანმრთელობის დაცვაზე ზრუნვა პრიორიტეტია და მემორანდუმიც ამ მიზანს ემსახურება. მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი მოქალაქეები მემორანდუმის ფარგლებში შეძლებენ შეღავათიანი ფარმაცევტული სერვისის მიღებას, რაც მათ ჯანმრთელობის გაუმჯობესების საშუალებას მისცემს." - ნათქვამია ინფორმაციაში.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)