|
2022-04-01 11:22:36, 727 ნახვა
საზოგადოება
„საქართველოს ბანკის“ ბიზნესმობილბანკში 3 მნიშვნელოვანი სიახლეა
„საქართველოს ბანკი“ აქტიურად აგრძელებს ბიზნესმომხმარებლის საჭიროებებზე მორგებული სიახლეების დანერგვას და კიდევ უფრო მარტივი ციფრული გადაწყვეტების შეთავაზებას. ამჯერად ბანკმა ბიზნესმომხმარებელს 3 მნიშვნელოვანი განახლება მოუმზადა. მეტი კომფორტისთვის, უკვე ბიზნესმობილბანკიდანვეა შესაძლებელი ციფრული ბიზნესბარათის შეკვეთა. მის გასააქტიურებლად, კომპანიის დირექტორმა ან სხვა უფლებამოსილმა პირმა ელექტრონული ხელმოწერით უნდა დაადასტუროს ოპერაცია. მოთხოვნილი ბიზნესბარათი კი შესაბამისი ანგარიშის ბარათების ჩამონათვალში, მომენტალურად გამოჩნდება. ბარათის შეკვეთა შესაძლებელია როგორც არსებულ, ისე ახალ ანგარიშზე. გარდა ამისა, ბიზნესმობილბანკში უკვე შესაძლებელია ციფრული და პლასტიკური ბიზნესბარათების სტატუსის ცვლილება - მათი დაბლოკვა ან განბლოკვა. ამასთან, მომხმარებელი ბიზნესმობილბანკშივე შეძლებს ბარათებზე პინ კოდის ცვლილებას, რომელსაც რთული ავტორიზაციის გავლის შემდეგ, sms-ის სახით მიიღებს. „იმისთვის, რომ მაქსიმალურად კომფორტული ციფრული გამოცდილება შევუქმნათ ჩვენს მომხმარებელს, საქართველოს ბანკი აქტიურად ავითარებს ციფრულ პროდუქტებსა და სერვისებს. დღეს ბიზნესის წარმატებას დიდ წილად ის ციფრული გადაწყვეტები განსაზღვრავს, რომელიც ბიზნესის საჭიროებების გათვალისწინებით და საქმიანობის ხელშეწყობის მიზნითაა შექმნილი. სწორედ ასეთი სიახლეები მოვუმზადეთ ბიზნესმობილბანკის მომხმარებელს. ამიერიდან, სახლიდან გაუსვლელად, სულ რამდენიმე წუთშია შესაძლებელი ციფრული ბიზნესბარათის შეკვეთა და ისეთი ოპერაციების განხორციელება, როგორიცაა ციფრულ და პლასტიკურ ბარათზე პინ კოდის ცვლილება, ბარათის დაბლოკვა/განბლოკვა. მსგავსი სიახლეების დანერგვით, ჩვენი მიზანია, საქმიანობის განვითარებისთვის კიდევ უფრო მეტი შესაძლებლობა შევუქმნათ ბიზნესს“, - განაცხადა საქართველოს ბანკის ციფრული საბანკო მომსახურების დეპარტამენტის დირექტორმა, ლევან კობახიძემ.
TI ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში თბილისის საპროტესტო აქციების მონაწილის ინტერესებს დაიცავს.
ილჰამ ალიევმა დაამტკიცა საქართველოსთან ელექტროენერგიის მიწოდებისა და ტრანზიტის შესახებ შეთანხმება
ნანუკა ჟორჟოლიანი: „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის თანამდებობის გაუქმება არ იგეგმება
WSJ: ისრაელმა აშშ-ს აცნობა, რომ ირანი ტრამპის მკვლელობას გეგმავს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)