|
2022-03-29 13:12:48, 910 ნახვა
პოლიტიკა
მიხეილ ყაველაშვილი - ჩემმა დაგინებამ აღფრთოვანება გამოიწვია ხალხში, მირეკავდნენ და გახარებულები იყვნენ
ჩემმა დაგინებამ აღფრთოვანებმა გამოიწვია ხალხში, ხალხი მირეკავდა და გახარებული იყო, იმიტომ რომ ბოდიში და ესეთი ნაძირლების პარტია ბრძანდებით, - ასე მიმართა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მიხეილ ყაველაშვილმა „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებს. როგორც ყაველაშვილმა აღნიშნა, „ნაციონალური მოძრაობა“ დასრულებული პარტიაა და შეუძლებელია, მან გაიმარჯვოს ან ხელისუფლებაში მოვიდა. ამასთანავე, ყაველაშვილმა მიმართა ახალგაზრდებს, სანამ დრო არის გავიდნენ და გაემიჯნონ „ნაციონალურ მოძრაობას“. „ამ „ომის პარტიას“ და ამ „ბოროტების პარტიას“ მივმართავ, ახალგაზრდებსაც მივმართავ, სანამ დრო არის კიდევ ერთხელ, მოგიწოდებთ, რჩევას ვიძლევი, აღარ ვიგინები - სანამ დროა, კარგად დაფიქრდით, არ მინდა რომ ამ პროექტის ნაწილებად დარჩეთ, სანამ დრო არის გაემიჯნეთ და გადით ამ პარტიიდან და თუ გაქვთ შესაძლებლობა ის ადამიანობა, ღირსება, რაზეც გინდათ თქვენი მომავალი ააწყოთ, დრო არის რომ გაემიჯნოთ. პირდაპირ გეუბნებით, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ დამთავრებულია, შეუძლებელია, რომ ამ ქვეყანაში როდისმე „ნაციონალურმა მოძრაობამ“ გაიმარჯვოს და მოვიდეს ხელისუფლებაში. ერთი და იგივე ხდება, იმიტომაც იღებთ 2%-ს და 1%-ს, იმიტომ რომ ხალხს არ უსმენთ და არ იცით განწყობა. სამწუხაროა, ჩემმა დაგინებამ აღფრთოვანებმა გამოიწვია ხალხში, ხალხი მირეკავდა და გახარებული იყო, იმიტომ რომ ბოდიში და ესეთი ნაძირლების პარტია ბრძანდებით“, - განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა. შეგახსენებთ, რომ ერთ-ერთ პლენარულ სხდომაზე მიხეილ ყაველაშვილმაოპოზიციას დედა შეაგინა და მიმართა: „საზოგადოებას ვუხდი ბოდიშს, ჩვენ და თქვენ შორის ვინც რუსული საქმე გააკეთა და დღემდე აკეთებს, იმის დედას შევე*ი მე".
წილოსანი ტიტუშკების დაორგანიზებაზე - მოძრაობას საჯაროდ აქვს დაანონსებული, რომ მყისიერი რეაგირება ექნებათ, ამიტომ ყველამ გააკონტროლოს თავი
იურისტი - იდეოლოგიური ნიშნით ადამიანების დევნის მიზნის მქონე ორგანიზაციის შექმნა ხელისუფლებასთან დაახლოებული პირთა ჯგუფის მიერ არის არამხოლოდ მძიმე სამართლებრივი, არამედ, პოლიტიკური განაცხადიც
ევროკავშირმა შესაძლოა რუსეთის წინააღმდეგ მასშტაბური სანქციების დაწესებაზე უარი თქვას
სოფელ პერევის მიმდებარედ რუსი ოკუპანტების მიერ გატაცებული მოქალაქე თავისუფალია – სუს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)