16:17 - 10 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-03-29 11:52:28, 723 ნახვა

საზოგადოება
თბილისის მერმა ჩოგბურთის ყოფილი კორტების განვითარების კონცეფცია წარადგინა

თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე ჩოგბურთის ყოფილი კორტების განვითარების კონცეფცია წარადგინა.  

როგორც დედაქალაქის მერმა განაცხადა, აღნიშნული ტერიტორია 2009 წელს კორპუსების მშენებლობის მიზნით იყო პრივატიზებული, თუმცა, მუნიციპალიტეტმა ადგილმონაცვლეობის გზით დაიბრუნა საკუთრებაში, შემდეგ კი სპორტული კომპლექსის განვითარების პირობით, ხელახალი პრივატიზება განახორციელა.

„ეს ტერიტორია, სადაც წლების წინ იყო კორტები, ძალიან დიდი პოპულარობით სარგებლობდა, თუმცა, 2009 წელს გასხვისდა, კორპუსების მშენებლობის მიზნით, წინა ხელისუფლების პირობებში. ძალიან ბევრი მუშაობა მოგვიწია იმისთვის, რომ ეს ტერიტორია დაგვებრუნებინა ქალაქისთვის. ინვესტორ კომპანიასთან ვაწარმოეთ მოლაპარაკებები და მოხდა ამ სივრცის ადგილმონაცვლეობა, რაც საკმაოდ დიდი თანხა დაუჯდა მუნიციპალიტეტს. ამის შემდეგ გამოვაცხადეთ აუქციონი კონკრეტული ვალდებულებით, რომ გამარჯვებულ კომპანიას აუცილებლად უნდა გაეკეთებინა კორტების პროექტი საცურაო აუზით, რაც ძალიან მნიშვნელოვანი იყო ჩვენთვის და ასევე, ქალაქისთვის. გამოვლინდა გამარჯვებული კომპანია და დღეს მინდა, წარმოგიდგინოთ კორტების პროექტი, რომელიც ამ ტერიტორიაზე განხორციელდება“, - განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის მერმა სხდომაზე ტერიტორიის სამომავალო განვითარების ამსახველი ფოტომასალაც წარადგინა.

„მოეწყობა სამი საჩოგბურთო კორტი, მათგან ორი დახურული და ერთი - ღია; 50-მეტრიანი საცურაო აუზი, ფიტნეს კლუბი, კაფე, დასასვენებელი სივრცეები. ძალიან ლამაზი პროექტია და არსებულ სივრცეს ძალიან მოუხდება. მისი ამჟამინდელი მდგომარეობა არ არის დამაკმაყოფილებელი, კრიტიკას ვერ უძლებს, თუმცა, ძალიან მალე გვექნება ყოველმხრივ მოწესრიგებული სივრცე. ეს პროექტი ძალიან კარგად ჯდება არსებულ ურბანულ ქსოვილში და მივესალმებით მის განხორციელებას. როგორც მოსახლეობას დავპირდით, კორტები იქნება აღდგენილი, მას დაემატება საცურაო აუზი, ფიტნეს-ზონა და დასასვენებელი სირცეები“, - აღნიშნა თბილისის მერმა.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ცაგერის საკრებულოს დეპუტატი „ქურდული სამყაროს“ მხარდაჭერის ბრალდებით დააკავეს
მარეგულირებელი კომისიის მიერ ტვ პირველისთვის დაკისრებული სანქციის გამო, ევროსაბჭომ განგაში გამოაცხადა
ე.წ. ქურდული გარჩევების საქმეზე დაკავებული ლალო გველესიანი და სხვა პირები პატიმრობაში გაუშვეს
ირაკლი კუპრაძე: ვერაფერი გადაფარავს სიმართლეს - ალეკო ელისაშვილის დაჩაგვრას ცდილობს მურუსიძის სასამართლო, არ გამოვა ეგ საქმე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics