|
2022-03-28 17:18:13, 671 ნახვა
ეკონომიკა
ლევან დავითაშვილი - „ვაიბერის“ გლობალური პლატფორმის გავნითარებაზე დღეიდან ვაიბერის თბილისის ოფისი იზრუნებს
ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი კომპანია RakutenViber-ის აღმასრულებელ დირექტორს ოფირ ეიალს შეხვდა და მასთან საერთაშორისო ტექნოლოგიური კომპანიის საქართველოში საქმიანობის მიმართულებები განიხილა. კომპანია RakutenViber-ი, რომელიც კერძო და უსაფრთხო შეტყობინებებისა და ხმოვანი კომუნიკაციის სფეროში გლობალური ლიდერია, საქართველოს ბაზარზე შემოდის და თბილისში საოპერაციო ოფისს ხსნის, რომელიც ორიენტირებული იქნება მობილური აპლიკაციების განვითარებაზე. შეხვედრაში მონაწილეობდნენ მინისტრის მოადგილე ირაკლი ნადარეიშვილი და ინოვაციების ადა ტექნოლოგიების სააგენტოს დირექტორი ავთანდილ კასრაძე. შეხვედრაზე ვიცე-პრემიერი ლევან დავითაშვილი მიესალმა გლობალური კომპანიის გადაწყვეტილებას, პროდუქტის განვითარება საქართველოდან განახორციელოს. მისი თქმით, თბილისში კომპანიის საოპერაციო ოფისის გახსნა კარგი შესაძლებლობაა ადგილობრივი აი - თი ინჟინრებისთვის, იმუშაონ ისეთ გლობალურ კომპანიაში, როგორიცაა, როგორიცაა RakutenViber-ი. გარდა ამისა, მისი თქმით, ეს ფაქტი საყურადღებო გზავნილია სხვა გლობალური ტექნოლოგიური კომპანიებისთვის საქართველოში არსებული ბიზნეს და საინვესტიციო გარემოს შესახებ. მისი თქმით, ამ მასშტაბის და ცნობადობის ბრენდის საქართველოში შემოსვლა ახალი სტიმული იქნება ქვეყანაში მაღალტექნოლოგიური ბიზნესის განვითარებით დაინტერესებული აქტორებისთვისა და ცალკეული პირებისთვის, განსაკუთრებით, აითი - სპეციალისტებისთვის. აღინიშნა, რომ RakutenViber-ის თბილისის გუნდი სხვა მიმართულებებთან ერთად, იმუშავებს iOS-ისა და Android-ის სისტემებზე თავსებადი პროგრამების დახვეწა-განვითარებასა და პროგრამული უზრუნველყოფის ხარისხის ამაღლებაზე. აღსანიშნავია, რომ გლობალური კომპანია თანამშრომლობს საქართველოს მთავრობასთან, რათა საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული საერთაშორისო კომპანიის სტატუსი მიენიჭოს. Viber ერთ-ერთი პოპულარული VoIP პლატფორმაა საქართველოში, მომხმარებელთა მნიშვნელოვანი ბაზით. აღსანიშნავია, რომ RakutenViber-ს, იაპონური ინტერნეტსერვისების ლიდერის, RakutenGroupInc-ის ქოლგის ქვეშ მთელ მსოფლიოში 500 თანამშრომელი ჰყავს. კომპანიას მსოფლიოს მასშტაბით აქვს ოფისები აშშ - ში; დიდ ბრიტანეთში; საფრანგეთში; ისრაელში; ლუქსემბურგში; ბელარუსში; ბულგარეთში; სინგაპურში; უკრაინასა და სხვ.
SJP-მ ფორმულას, ტვ პირველისა და პუბლიკას საქმეებზე განგაშის სიგნალი ჩართო
ცაგერის საკრებულოს დეპუტატი „ქურდული სამყაროს“ მხარდაჭერის ბრალდებით დააკავეს
მარეგულირებელი კომისიის მიერ ტვ პირველისთვის დაკისრებული სანქციის გამო, ევროსაბჭომ განგაში გამოაცხადა
ე.წ. ქურდული გარჩევების საქმეზე დაკავებული ლალო გველესიანი და სხვა პირები პატიმრობაში გაუშვეს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)