09:30 - 18 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-03-26 21:47:01, 1044 ნახვა

სამხედრო
მარიუპოლში რუსებმა გაურკვეველი მიმართულებით, გაიტაცეს No1 საავადმყოფოს ექიმები და პაციენტები

მარიუპოლში რუსებმა გაურკვეველი მიმართულებით, იძულებით გაიყვანეს ქალაქის No1 საავადმყოფოს ექიმები და პაციენტები, ასევე ქალაქის მცხოვრებლები, რომლებიც დაბომბვისგან იმალებოდნენ სამედიცინო დაწესებულების სარდაფებში.  - ამის შესახებ მარიუპოლის საკრებულოს პრესსამსახური Telegram-ზე იტყობინება, 

თვითმხილველების თქმით, ოკუპანტებმა გაურკვეველი მიმართულებით ძალით გაიყვანეს სამედიცინო პერსონალი, პაციენტები და მარიუპოლის სხვა მაცხოვრებლები, რომლებიც მტრის დაბომბვისგან იმალებოდნენ სამედიცინო დაწესებულების სარდაფებში“, - ნათქვამია საგანგებო განცხადებაში.

აღნიშნულია, რომ საავადმყოფოს ტერიტორიაზე 700-მდე ადამიანი იმყოფებოდა. რამდენი მათგანი იქნა გატაცებული რუსი ოკუპანტების მიერ, ზუსტად უცნობია. ინფორმაცია ზუსტდება.

როგორც Ukrinform იტყობინება, რუსეთის აგრესიამ საშინელი ჰუმანიტარული კატასტროფა გამოიწვია მარიუპოლში. დამპყრობლები ბომბავს უიარაღო მოსახლეობას, ბლოკავს ჰუმანიტარულ დახმარებას და ხალხის ნების საწინააღმდეგოდ მიჰყავთ რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე.
აზოვის პოლკის მეთაურმა თქვა, რომ მარიუპოლში მშვიდობიანი მოსახლეობის დაღუპულთა რიცხვი ყოველდღიურად იზრდება და 4 ათასამდე ადამიანს აღწევს, მაგრამ ამის რეალური შეფასება ძნელია.

ვიცე-პრემიერმა - უკრაინის დროებით ოკუპირებული ტერიტორიების რეინტეგრაციის საკითხებში მინისტრმა ირინა ვერეშჩუკმა განაცხადა, რომ რუსულმა ჯარებმა ქალაქი თითქმის გაანადგურეს და მისგან ყველა მშვიდობიანი მოქალაქე უნდა იყოს ევაკუირებული.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
თბილისი პრაიდი: "ოცნებამ" სცადა, ქვიარ ადამიანები საზოგადოებრივი ცხოვრებიდან გავექრეთ
SJC: 17 მაისი საქართველოში „ოჯახის“ იდეის პოლიტიკური ინსტრუმენტალიზაციის სიმბოლური დღეა
ელენე ხოშტარია - ხალხის სიმრავლე და ვერც დრო, ვერ წაშლის 2013 წლის 17 მაისს ჩადენილ ბოროტებას
შიო მესამე - თუ ოჯახში ტრიალებს მძიმე ცოდვა, ისეთი როგორიც არის, მაგალითად, აბორტი, მაშინ ბედნიერებას ვერ ააშენებ, განწირულია ასეთი ოჯახი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics