04:40 - 02 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-03-24 19:43:22, 736 ნახვა

მსოფლიო
უკრაინელებსა და რუს ოკუპანტებს შორის ტყვეების გაცვლა შედგა

„დღეს, პრეზიდენტ ზელენსკის ბრძანებით, სამხედრო ტყვეების პირველი სრული გაცვლა მოხდა“, - ამის შესახებ განცხადებას უკრაინის ვიცეპრემიერი, ირინა ვერეშჩუკი სოცილურ ქსელში ავრცელებს.

მისი თქმით, 10 ტყვე რუსი ოკუპანტი, 10 უკრაინელ ჯარისკაცში გაცვალეს.

ამასთან ერთად, უკრაინელებმა რუსებს 11 სამოქალაქო რუსი მეზღვაური გაუგზავნეს, რომლებიც ოდესის მახლობლად, დატბორილ გემზე გადაარჩინეს.

„დღეს, პრეზიდენტის ზელენსკის ბრძანებით, სამხედრო ტყვეების პირველი სრული გაცვლა მოხდა. 10 ტყვე ოკუპანტის სანაცვლოდ, 10 ჩვენი ჯარისკაცი გამოვიყვანეთ.

ასევე, დღეს ჩვენ რუსებს გავუგზავნეთ 11 მშვიდობიანი რუსი მეზღვაური, რომლებიც ოდესასთან დატბორილი გემიდან გადავარჩინეთ. ამ გაცვლის შედეგად, 19 უკრაინელი სამოქალაქო მეზღვაური „საფირონის“ სამაშველო გემიდან სახლში ბრუნდება, რომლებიც ოკუპანტებმა დაიპყრეს, კუნძულ ზმინიდან ჩვენი სამხედროების წაყვანის მცდელობაში. გაცვლის პირობებით, თავად სამაშველო ხომალდი ასევე დაბრუნდება უკრაინაში და გაიგზავნება თურქეთის პორტში“, - აღნიშნა ირინა ვერეშჩუკმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
რუსეთი საწვავის შოკის წინაშე დგას: ბენზინის ფასები ერთ წელიწადში 20%-ით გაიზარდა
„საშინელი და უპრეცედენტო რეკორდი“ - რუსეთის არმიის დანაკარგებმა უკრაინაში 1.4 მილიონს მიაღწია
პროკურატურამ არასრულწლოვანი შვილების მიმართ ჩადენილი ტრეფიკინგის ფაქტზე 3 პირს ბრალდება წარუდგინა
ლაიენი: სამხრეთ კავკასია მსოფლიოს უდიდესი გზაჯვარედინია, სტრატეგიული მნიშვნელობა ზრდას აგრძელებს და აზერბაიჯანს ცენტრალური როლი აქვს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics