00:23 - 02 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-03-21 10:27:14, 864 ნახვა

მსოფლიო
WSJ - ვლადიმერ პუტინის ტაქტიკა შეიცვალა, ის უკრაინასთან ომში „გეგმა B-ზე“ გადადის

"შეიცვალა არა პუტინის სტრატეგია, არამედ მისი ტაქტიკა", მას შემდეგ, რაც კიევი ვერ დაიპყრო, რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი "გეგმა B"-ზე გადადის. - წერს WSJ ამერიკელ მაღალჩინოსნებზე დაყრდნობით. 

აშშ-ის ოფიციალური პირების თქმით, უკრაინის შეიარაღებული ძალების ეფექტურმა დაცვამ აიძულა პუტინი შეეცვალა თავისი ტაქტიკა.

პუტინს სურს, აიძულოს კიევი დათმოს უკრაინის სამხრეთ და აღმოსავლეთ ტერიტორიები. ამრიგად, რუსეთს სურს შექმნას "სახმელეთო დერეფანი" ქვეყნის დასავლეთსა და ოკუპირებულ ყირიმს შორის, ასევე გააფართოოს კონტროლი დონბასზე.

წყაროს ცნობით, პუტინი გააგრძელებს სამხედრო ზეწოლას, მათ შორის ქალაქების დაბომბვას იმ იმედით, რომ ეს აიძულებს ზელენსკის დაკარგოს დასავლეთთან ალიანსში გაწევრიანების იმედები და დაეთანხმოს ნეიტრალურ სტატუსს და კრემლის სხვა მოთხოვნებს.

თუ პუტინის მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება,  აშშ-ის ოფიციალური პირები თვლიან, რომ რუსეთის ფედერაცია შეეცდება შეინარჩუნოს მისი რეგულარული ჯარების მიერ ოკუპირებული მთელი ტერიტორია და გააგრძელოს ესკალაცია.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
პროკურატურამ არასრულწლოვანი შვილების მიმართ ჩადენილი ტრეფიკინგის ფაქტზე 3 პირს ბრალდება წარუდგინა
ლაიენი: სამხრეთ კავკასია მსოფლიოს უდიდესი გზაჯვარედინია, სტრატეგიული მნიშვნელობა ზრდას აგრძელებს და აზერბაიჯანს ცენტრალური როლი აქვს
პროკურატურამ ფორმულას მიმართ აღძრულ საქმეზე გამოკითხვაზე ჟურნალისტი ნატუკა ლომაძე დაიბარა
მინდია შერვაშიძე ციხიდან გამოსვლისთანავე 500 ლარით დააჯარიმეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics