|
2022-03-17 10:37:42, 2331 ნახვა
კომენტარი
ჩინეთმა არ იცოდა მოსკოვის გეგმები უკრაინაში შეჭრის შესახებ
ჩინეთს რომ ცოდნოდა, მოსკოვის გეგმები, უკრაინაზე თავდასხმის შესახებ შეეცდებოდა თავიდან აეცილებინა ეს ტრაგედია. ამ ომის არ მოაქვს სარგებელი. ამის შესახებ ჩინეთის ელჩმა შეერთებულ შტატებში ქინ განგი Washington Post-ის სტატიაში დაწერა. „ნება მომეცით განვაცხადო: პრეტენზიები იმის შესახებ, რომ ჩინეთმა იცოდა, დათანხმდა ან ჩუმად უჭერდა მხარს ამ ომს, არის სუფთა დეზინფორმაცია. ყველა ეს პრეტენზია ემსახურება მხოლოდ ჩინეთზე ბრალის გადატანას და ტალახის სროლას“, - წერს ელჩი. მან აღნიშნა, რომ ჩინეთი არის როგორც რუსეთის, ასევე უკრაინის უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი, ასევე ნედლი ნავთობისა და ბუნებრივი აირის უდიდესი იმპორტიორი მსოფლიოში. ელჩმა ასევე დასძინა, რომ შეჭრის დროს უკრაინაში 6000-ზე მეტი ჩინეთის მოქალაქე იმყოფებოდა. ჩინელმა დიპლომატმა ასევე აღნიშნა, რომ ყველა ქვეყნის, მათ შორის უკრაინის სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა უნდა იყოს დაცული. უკრაინასთან დაკავშირებით ჩინეთის პოზიცია ობიექტური და მიუკერძოებელია: აუცილებელია სრულად დაიცვან გაეროს წესდების მიზნები და პრინციპები, ასევე პატივი სცეს ყველა ქვეყნის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას, მათ შორის უკრაინას“, - განაცხადა ქინ განგმა. მან ასევე მოუწოდა არ დააკავშირონ ტაივანი და უკრაინა. "უკრაინა სუვერენული სახელმწიფოა, ტაივანი კი ჩინეთის ტერიტორიის განუყოფელი ნაწილია. ტაივანის საკითხი ჩინეთის შიდა საქმეა", - განაცხადა ჩინეთის ელჩმა შეერთებულ შტატებში. მან აღნიშნა, რომ ჩინეთი მხარს უჭერს მშვიდობას უკრაინაში და მზად არის გააკეთოს ყველაფერი, რაც მათ ძალებშია. „ჩვენი საბოლოო მიზანია ომის დასრულება და რეგიონალური და გლობალური სტაბილურობის შენარჩუნება“, - შეაჯამა ქინ განგმა.
„დეფიციტის ახალი ტალღა“: რუსეთში ბენზინგასამართი სადგურების 70%-ზე მეტს ბენზინი ამოეწურა
„ყველა, ვისაც შეუძლია, ცდილობს თავისი ფულის გატანოს“ - რუსი მილიარდერები კაპიტალის გადარჩენას ცდილობენ
ღარიბაშვილი: წერილი გამომიგზავნა მამუკა მდინარაძემ
ირაკლი ღარიბაშვილი საპატიმროდან დაპირებულ წერილს ავრცელებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)