|
2015-02-04 14:27:58, 712 ნახვა
პოლიტიკა
სოხუმში ევროკავშირის ოფისის შესაძლო გახსნასთან დაკავაშირებით, ევროკავშირის ელჩი კომენტარს არ აკეთებს
სოხუმში ევროკავშირის ოფისის შესაძლო გახსნასთან დაკავაშირებით, ევროკავშირის ელჩი საქართველოში იანოშ ჰერმანი კომენტარს არ აკეთებს. როგორც ჰერმანმა ჟურნალისტებს განუცხადა, ის ჯერ ევროკავშირის სპეციალურ წარმომადგენელს უნდა შეხვდეს, რათა გადაამოწმოს, ამ საკითხთან დაკავშირებით რა და როგორ ითქვა. "ჯერ უნდა შევხდე ევროკავშირის სპეციალურ წარმომადგენელს, რათა ზუსტად გადავამოწმო, რა და როგორ ითქვა. მანამდე კომენტარს ვერ გავაკეთებ",-განაცხადა იანოშ ჰერმანმა. ინფორმაციისთვის, სოხუმში შესაძლოა ევროკავშირის ოფისი გაიხსნას. როგორც „აპსნიპრესი“ იუწყება, ოფისის შესაძლო გახსნის შესახებ სამხრეთ კავკასიასა და საქართველოს კრიზისის საკითხებში ევროკავშირის წარმომადგენელმა ჰერბერტ ზალბერმა აფხაზეთის დე-ფაქტო პრეზიდენტ რაულ ხაჯიმბასთან შეხვედრისას განაცხადა. აფხაზური მედიის ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებმა, ჟენევის მოლაპარაკებებში აფხაზეთის მონაწილეობის შესაძლებლობადა და რიგი სხვა საკითხები განიხილეს. როგოროც „აპსნიპრესი“ წერს, ევროკავშირის წარმომადგენელმა ჰერბერტ ზალბერმა განაცხადა, რომ გალის რაიონის გარდა, გაგრისა და ბიჭვინთის მონახულების საშუალება მიეცა. მან ასევე, ის სასოფლო-სამეურნეო სამუშაოები მოინახულა, რომელიც აფხაზეთში ევროკავშირის დაფინანსებით ხორციელდება. გარდა ამისა, გამოცემის ცნობით, ჰერბერტ ზალბერმა აღნიშნა, რომ ევროკავშირი სოხუმში ოფისის გახსნის შესაძლებლობით არის დაინტერესებული, რათა მუდმივი კავშირი ჰქონდეთ მათ კოლეგებთან თბილისში. აფხაზეთის დე-ფაქტო პრეზიდენტი რაულ ხაჯიმბა იმედოვნებს, რომ აფხაზეთი არა საქართველოს ჭრილში, არამედ მოლპარაკებების დამოუკიდებელ მხარედ განიხილება. „ვიმედოვნებ, რომ აფხაზეთისა და ევროკავშირის ურთიერთობა სასრგებლო იქნება და აფხაზეთს, არა საქართველოს ჭრილში, არამედ მოლპარაკებების დამოუკიდებელ მხარედ განიხილავთ“,-განაცხადა რაულ ხაჯიმბამ. ჰერბერტ ზალბერმა ხაჯიმბას საპასუხოდ აღნიშნა, რომ ევროკავშირი ამჟამად აფხაზეთს ვერ აღიარებს, თუმცა მზად არის გადადგას გარკვეული ნაბიჯები, რომელიც ყველასთვის სასარგებლო იქნება.
თბილისი პრაიდი: "ოცნებამ" სცადა, ქვიარ ადამიანები საზოგადოებრივი ცხოვრებიდან გავექრეთ
SJC: 17 მაისი საქართველოში „ოჯახის“ იდეის პოლიტიკური ინსტრუმენტალიზაციის სიმბოლური დღეა
ელენე ხოშტარია - ხალხის სიმრავლე და ვერც დრო, ვერ წაშლის 2013 წლის 17 მაისს ჩადენილ ბოროტებას
შიო მესამე - თუ ოჯახში ტრიალებს მძიმე ცოდვა, ისეთი როგორიც არის, მაგალითად, აბორტი, მაშინ ბედნიერებას ვერ ააშენებ, განწირულია ასეთი ოჯახი
|
რედაქტორის რჩევით
ოცნების რეჟიმმა მხარი არ დაუჭირა იმ ადამიანის გასამართლებას, ვინც 412 ქართველის მოკლა და ანწუხელიძე აწამა
„ქართული ოცნების“ ღია ნაცისტური ჰომოფობიუფრი კამპანია, ტყუილები, მითები და დაშინება, ეკლესიის ჩართულობით
ომი უკრაინაში
რუსეთმა ლიმანის „ცეცხლოვანი კერის“ აღების შესახებ წელს მეორედ გამოაცხადა
კიევში გლოვის დღე გამოცხადდა, ბოლო ცნობით, რუსული რაკეტის თავდასხმისას 24 ადამიანი გარდაიცვალა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ ღია ნაცისტური ჰომოფობიუფრი კამპანია, ტყუილები, მითები და დაშინება, ეკლესიის ჩართულობით
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)