14:45 - 01 Jul, 2026
|
2022-03-14 10:34:05, 686 ნახვა
მსოფლიო
აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველი - თუ რუსეთი თავს დაესხმება, ესვრის ნატო-ს ტერიტორიას, ალიანსი პასუხს გასცემს
თუ რუსეთი თავს დაესხმება, ცეცხლს გაუხსნის, ესვრის ნატო-ს ტერიტორიას, ალიანსი პასუხს გასცემს, - ამის შესახებ უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველმა, ჯეიკ სალივანმა CBS News-სთან ინტერვიუში განაცხადა. როგორც სალივანმა აღნიშნა, თუ მოხდება სამხედრო თავდასხმა ნატო-ს ტერიტორიაზე, ალიანსი სრული პასუხის გაცემისთვის მოემზადება. „პრეზიდენტმა რამდენჯერმე ცხადად თქვა, რომ აშშ მოკავშირეებთან ერთად იმუშავებს, რათა დაიცვას ნატოს ტერიტორიის თითოეული სანტიმეტრი. თუ მოხდება სამხედრო თავდასხმა ნატო-ს ტერიტორიაზე, ეს გამოიწვევს მეხუთე მუხლის ამოქმედებას და NATO-ს ალიანსის სრული ძალებით პასუხს. თუ რუსეთი თავს დაესხმება, ცეცხლს გაუხსნის, ესვრის ნატო-ს ტერიტორიას, ნატო-ს ალიანსი პასუხს გასცემს“, - განაცხადა სალივანმა.
ივანიშვილის წარმომადგენელი მდინარაძე ქართველ ხალხს ცენზურის უფრო გამკაცრებას და აღსრულებას პირდება
მდინარაძე ქვეყანაში ცენზურის სამსახურის ამოქმედებას კრიტიკულ მედიას და ოპოზიციას აბრალებს
უკრაინული რაკეტები ამჟამად რუსეთის რეგიონების ნახევარზე მეტს აღწევენ
Bloomberg: რუსეთის უმდიდრესი ადამიანების ქონება წლის დასაწყისიდან 4.82 მილიარდი დოლარით გაიზარდა
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
უკრაინამ Rheinmetall-ისგან 155 მმ-იანი საარტილერიო ჭურვები შეუკვეთა
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)