09:07 - 01 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-03-07 22:47:10, 734 ნახვა

მსოფლიო
იაპონიის პრემიერმა კურილის კუნძულებს იაპონიის ძირძველი ტერიტორიები უწოდა

იაპონიის პრემიერ-მინისტრმა ფუმიო კიშიდამ ორშაბათს, ქვეყნის პარლამენტში გამართული დებატების დროს, კურილის კუნძულების სამხრეთ ნაწილს იაპონიის ძირძველი ტერიტორიები უწოდა.

„იაპონიის მიდგომა არის ის, რომ ჩვენ მივიჩნევთ სამხრეთ კურილის კუნძულებს ჩვენს ძირძველ ისტორიულ ტერიტორიებად, ისევე როგორც ტერიტორიებს, რომლებიც ექვემდებარება ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტს“, უპასუხა კიშიდამ პარლამენტის წევრის შეკითხვას, თუ რა ენას იყენებს იაპონიის მთავრობა, რუსეთთან ურთიერთობისას.

ბოლო წლებში იაპონიის ხელისუფლება თავს იკავებდა ფრაზის „ძირძველი ტერიტორიების“ გამოყენებისგან სამხრეთ კურილის გარშემო ვითარების აღწერისას. 28 თებერვალს იაპონიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ევროპის დეპარტამენტის დირექტორმა ჰიდეკი უიამამ განაცხადა, რომ სამხრეთ კურილის კუნძულები ოკუპირებულია რუსეთის მიერ. ტერმინი „ოკუპაცია“ ასევე წლების განმავლობაში არ იყენებდა იაპონიის ხელმძღვანელობა შესაბამის საკითხთან დაკავშირებით განხილვისას.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
თეთრმა სახლმა განაცხადა, რომ აშშ-სა და ირანს შორის ტექნიკური მოლაპარაკებები მიმდინარეობს
უკრაინამ Rheinmetall-ისგან 155 მმ-იანი საარტილერიო ჭურვები შეუკვეთა
უკრაინამ და შვედეთმა 16 Gripen E გამანადგურებლის შესყიდვის შესახებ შეთანხმებას მოაწერეს ხელი
ღალიბაფი: თუ აშშ უარს იტყვის დიალოგის გზით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებაზე, ჩვენ ომისთვის მზად ვართ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics