|
2022-03-05 16:30:00, 1344 ნახვა
რეგიონი
„სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში დასაფინანსებელი პროექტების შერჩევის მიზნით, კასპის მერი მოსახლეობას შეხვდა
“სოფლის მხარდაჭერის პროგრამის” ფარგლებში დასაფინანსებელი პროექტების შერჩევის მიზნით, კასპის მუნიციპალიტეტის მერი ვახტანგ მაისურაძე, მერის პირველი მოადგილე დავით ქისიშვილი და მუნიციპალიტეტეტის საკრებულოს თავმჯდომარე შოთა ბეგლარაშვილი მოსახლეობასთან შეხვედრებს მართავენ. - ამის შესახებ ინფორმაციას მუნიციპალიტეტის მერია ავრცლებს. უწყების ცნობით, ხელისუფლების წარმომადგენლები შეხვდნენ კოდისწყაროს, ქვემო ჭალის და სამთავისის ადმინისტრაციული ერთეულის 20 სოფლის მაცხოვრებლებს. "აღნიშნული პროგრამის მიზანია სოფელზე გამოყოფილი თანხების ფარგლებში მოსახლეობამ მიიღოს გადაწყვეტილება, რომელი პრიორიტეტული პრობლემა მოაგვაროს. პროგრამა ხელს უწყობს როგორც ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას, ასევე მოსახლეობის ჩართულობას გადაწყვეტილების მიღების პროცესში რაც მნიშვნელოვანია. პროგრამის ფარგლებში ის პროექტები ხორციელდება, რომელსაც ადგილობრივების უმრავლესობა გადაწყვეტს. მოსახლეობა ძირითადად სოფლის შიდა გზების მოხრეშვას, გარეგანათების, სპორტული და საბავშვო სივრცეების მოწყობას ითხოვს. 2022 წელს კასპის მუნიციპალიტეტისთვის 950 000 ლარია გამოყოფილი, რომელიც საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ფინანსდება. სოფლებზე თანხები მოსახლეობის რაოდენობის მიხედვითაა განაწილებული 10 000 -დან 20 000 ლარის ფარგლებში." - ნათქვამია ინფირმაციაში მოსახლეობასთან შეხვედრები კასპის მუნიციპალიტეტში გრძელდება.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)