07:01 - 01 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-03-05 10:25:57, 816 ნახვა

მსოფლიო
რუსული ჯარები უახლოვდებიან უკრაინის სიდიდით მეორე ბირთვულ ობიექტს - აშშ-ის ელჩი გაეროში

რუსული ჯარები უახლოვდებიან უკრაინის სიდიდით მეორე ბირთვულ ობიექტს.

ამის შესახებ აშშ-ის წარმომადგენელმა გაეროში ლინდა თომას-გრინფილდმა განაცხადა, იუწყება CNN.

„რუსული ძალები ახლა 20 მილის მოშორებით არიან და უახლოვდებიან უკრაინის სიდიდით მეორე ბირთვულ ობიექტს“, - თქვა მან, სადგურის დასახელების გარეშე.

Energoatom-ის თანახმად, უკრაინის სიდიდით მეორე ბირთვული ობიექტი, ელექტროენერგიის გამომუშავების თვალსაზრისით, არის სამხრეთ უკრაინის ატომური ელექტროსადგური მიკოლაევის ოლქში, სამხრეთ უკრაინაში.

„პრეზიდენტმა პუტინმა უნდა შეაჩეროს ეს ჰუმანიტარული კატასტროფა ამ ომის დამთავრებით და უკრაინის ხალხზე ამ უსირცხვილო თავდასხმებით“, - დასძინა ელჩმა.

თომას-გრინფილდმა თქვა, რომ გარდაუვალი საფრთხე რჩება წუხელ "თითქმის თავიდან აცილებული" კატასტროფის შემდეგ, რაც გულისხმობს ხანძარს, რომელიც გაჩნდა ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე პარასკევს დილით, უკრაინაში რუსული ჯარების დაბომბვის შედეგად.

"საერთაშორისო თანამეგობრობა ერთსულოვანი უნდა იყოს რუსეთის ჯარებისგან სახიფათო შეტევის შეწყვეტის მოთხოვნაში. როგორც ვთქვი, უკრაინელ ხალხი ჩვენი იმედი აქვს და ჩვენ იმედები არ უნდა გავუცრუოთ მათ", - აღნიშნა ელჩმა.

შეგახსენებთ, რომ პარასკევს ადრე, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ დაადანაშაულა რუსეთი "ბირთვულ ტერორში" მას შემდეგ, რაც რუსული ჯარები თავს დაესხნენ ატომურ ელექტროსადგურს სამხრეთ უკრაინაში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
დონალდ ტრამპის შესახებ ახალი წიგნი, გამოსვლიდან პირველივე კვირაში ბესტსელერი გახდა
მოსკოვის ყველა აეროპორტში ფრენების ჩამოსვლასა და გამგზავრებაზე შეზღუდვებია დაწესებული
პუტინის მეორე იახტამ რუსეთი დატოვა და თურქეთისკენ მიემართება
რუსეთში ბენზინის ფასმა პირველად გადააჭარბა 100 რუბლს ლიტრზე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics