05:57 - 01 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-03-04 21:16:12, 825 ნახვა

მსოფლიო
კასპის მუნიციპალიტეტი - უკრაინელი ხალხის დახმარების ჰუმანიტარულ აქციას ადგილობრივი ბიზნესმენები გამოეხმაურნენ

კასპის მუნიციპალიტეტის მერიის მიმართვას უკრაინელი ხალხის დახმარების ჰუმანიტარულ აქციას - პირველი   ადგილობრივი ბიზნესმენები გამოეხმაურნენ. აღნიშნულის შესახებ მუნიციპალიტეტის მერია თავადვე იუწყება.

გავრცელებული ინფორმაციით, ი/მ ნუკრი ბახუაშვილმა 6 დასახელების არამალფუჭებადი პროდუქტი, ხოლო ი/მ სერგო ჯოჯიშვილმა 15 დასახელების პირველადი მოხმარების საგნები მიიტანეს. ტვირთის მიღებასა და დახარისხებაში კასპის მუნიცუიპალიტეტის მერი მონაწილეობდა.

„„ფარმადეპო“-ს კასპის ფილიალის ოთხმა თანამშრომელმა კი საკუთარი სახსრებით შეძენილი მედიკამენტებით, ბავშვთა კვების და პირველადი მოხმარების საჭიროებებით გადაწყვიტეს დახმარება.

აფხაზეთიდან  დევნილმა ქალბატონმა, მარინა ხორავამ, რომელიც კასპში ცხოვრობს და თავად გამოსცადა ომის დღეების სიმძიმე, უკრაინელთა დასახმარებლად  მედიკამენტები და ბავშვებისთვის ტანსაცმელი მიიტანა.

კასპის მუნიციპალიტეტი მადლობას უხდის თითოეულ მათგანს, უკრაინელი ხალხის  მდგომარეობის გათავისებისთვის.

შეგახსენებთ, რომ შემოწირულობის დასაწყობებისთვის ფართი გამოყოფილია კასპის სპორტკომპლექსის მრგვალ დარბაზში, რომლის მიღებაც შესაძლებელია ყოველდღე 10:00 საათიდან 18:00 საათის ჩათვლით ყოველდღე.

მისამართი: კასპი, სააკაძის ქუჩა #38.

კომუნიკაციისა და ინფორმაციისათვის საკონტაქტო ტელეფონები:

599 95 29 13; 599 85 74 24;

#გავერთიანდეთ უკრაინისთვის!!!“, - აღნიშნულია განცხადებაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
მოსკოვის ყველა აეროპორტში ფრენების ჩამოსვლასა და გამგზავრებაზე შეზღუდვებია დაწესებული
პუტინის მეორე იახტამ რუსეთი დატოვა და თურქეთისკენ მიემართება
რუსეთში ბენზინის ფასმა პირველად გადააჭარბა 100 რუბლს ლიტრზე
რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა, ბენზინის ფასების ზრდის შესახებ მონაცემები გაასაიდუმლოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics