|
2022-03-02 18:32:15, 6354 ნახვა
სპეციალური ანონსი
უკრაინელი ხალხის დასახმარებლად სააგენტო „აწარმოე საქართველოში“ საყოველთაო კამპანიას „აწარმოე უკრაინისთვის“ იწყებს
უკრაინელი ხალხის სოლიდარობის ნიშნად, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სააგენტო „აწარმოე საქართველოში“ ქართულ კომპანიებთან თანამშრომლობით ფართომასშტაბიან კამპანიას „აწარმოე უკრაინისთვის“ იწყებს. წამოწყებას „თიბისი“-ც უერთდება. კამპანიის მიზანია დახმარება აღმოუჩინოს დაზარალებულ უკრაინელ მოსახლეობას, ასევე საქართველოში მყოფ უკრაინის მოქალაქეებს, რომლებიც სამშობლოში ვერ ბრუნდებიან და სახელმწიფოს ხელშეწყობით სხვადასხვა სასტუმროში არიან გადანაწილებული. ამბის შესახებ „თიბისი ბანკი“ იუწყება. „სახელმწიფო და სააგენტო „აწარმოე საქართველოში“ უზრუნველყოფს კომპანიების მიერ მოწოდებული პროდუქციის გაგზავნასა და საქართველოში მყოფი უკრაინელი მოქალაქეებისთვის მიწოდებას. პროექტში უკვე ჩაერთნენ სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ბენეფიციარები. კამპანიაში ჩართვის შესაძლებლობა აქვს ყველა ქართულ კომპანიას, რომელიც შეძლებს საკვები, ჰიგიენის, ფარმაცევტული პროდუქციის, ასევე ტანსაცმლისა და სხვა საშუალებების, მათ შორის ბრეზენტის ნაჭრების, საწვავის გადასატანი ავზების, იატაკის საიზოლაციო მასალისა და სხვ. მიწოდებას. კამპანიაში ჩასართავად, კომპანიებმა შემდეგი ფორმა უნდა შეავსონ - https://bit.ly/3hnb8oL დამატებითი ინფორმაციის მიღება შესაძლებელია ცხელი ხაზის, 1525 საშუალებით“, - აღნიშნულია განცხადებაში.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)