00:34 - 01 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-02-28 15:50:51, 357 ნახვა

მსოფლიო
ევროკავშირი უკრაინაში მიმდინარე მოვლენების განსახილველად ალინსის თავდაცვის მინისტრებს შეხვედრაზე იწვევს

საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში, ევროკავშირის უმაღლესი კომისარი, ჟოზეფ ბორელი უკრაინის კონფლიქტის განსახილველად, ევროკავშირის ბლოკის თავდაცვის მინისტრების შეხვედრას იწვევს.

მისი განცხადებით, დღის წესრიგში დადგება უკრაინის „გადაუდებელი საჭიროებები“ და ალიანსის დახმარებაზე კოორდინაცია.

„დღეს, ვიწვევ ევროკავშირის თავდაცვის მინისტრებს, რათა განიხილონ უკრაინაში არსებული უახლესი ვითარება, რუსეთის არაპროვოცირებული თავდასხმის გათვალისწინებით“, - წერს ჟოზეფ ბორელი „ტვიტერ“-ზე.

შეგახსნებთ, რომ დღეს, უკრაინის პრეზიდენტმა ზელენსკიმ მოუწოდა ქვეყნის დაუყოვნებლივ გაწევრიანებას ევროკავშირში.

ამის შემდეგ ევროსაბჭოს პრეზიდენტი ჩარლზ მიშელი გამოეხმაურა და თქვა, რომ არსებობს „სხვადასხვა მოსაზრებები და სენსიტიურობა ალიანსში გაფართოების შესახებ“.

ამბავს BBC News იტყობინება.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მოსკოვის ყველა აეროპორტში ფრენების ჩამოსვლასა და გამგზავრებაზე შეზღუდვებია დაწესებული
პუტინის მეორე იახტამ რუსეთი დატოვა და თურქეთისკენ მიემართება
რუსეთში ბენზინის ფასმა პირველად გადააჭარბა 100 რუბლს ლიტრზე
რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა, ბენზინის ფასების ზრდის შესახებ მონაცემები გაასაიდუმლოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics