23:17 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-02-27 17:49:10, 875 ნახვა

მსოფლიო
ვოლოდიმირ ზელენსკი - დელეგაცია რუსეთს მოლაპარაკებებისათის უკრაინა-ბელარუსის საზღვარზე შეხვდება

უკრაინის დელეგაცია რუსეთისას წინასწარი პირობების გარეშე შეხვდება უკრაინა-ბელარუსის საზღვარზე, მდინარე პრიპიატის მიდამოებში, - ამის შესახებ გადაწყვეტილება უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ მიიღო. 

როგორც ზელენსკი წერს, ბელარუსის პრეზიდენტმა აიღო ვალდებულება, რომ ბელარუსის ტერიტორიაზე განთავსებული ყველა თვითმფრინავი, ვერტმფრენი და რაკეტა ადგილზე დარჩება. 

"ჩვენ შევთანხმდით, რომ უკრაინის დელეგაცია რუსეთისას წინასწარი პირობების გარეშე შეხვდება უკრაინა-ბელარუსის საზღვარზე, მდინარე პრიპიატის მიდამოებში. ალექსანდრ ლუკაშენკომ აიღო ვალდებულება იმაზე, რომ უკრაინის დელეგაციის გამგზავრების, მოლაპარაკებებისა და დაბრუნების დროს ბელარუსის ტერიტორიაზე განთავსებული ყველა თვითმფრინავი, ვერტმფრენი და რაკეტა ადგილზე დარჩება",-წერს ვოლოდიმირ ზელენსკი.

ცნობისთვის, დღეს რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა განაცხადა, რომ  რუსეთის დელეგაცია ბელორუსიაში ჩავიდა და მზადაა უკრაინასთან მოლაპარაკებებისთვის. ამ განცხადებას მალევე გამოეხმაურა ვოლოდიმერ ზელენსკი, რომელმაც დასძინა, რომ კიევი თანახმაა რუსეთთან მოლაპარაკებებზე ნებისმიერ ქვეყანაში, ოღონდ არა მინსკში. 

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
პუტინის მეორე იახტამ რუსეთი დატოვა და თურქეთისკენ მიემართება
რუსეთში ბენზინის ფასმა პირველად გადააჭარბა 100 რუბლს ლიტრზე
რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა, ბენზინის ფასების ზრდის შესახებ მონაცემები გაასაიდუმლოს
კობახიძემ ივანიშვილის დაფუძნებულ ე.წ ქუთაისის საუნივერსიტეტო ქალაქს ბიუჯეტიდან 106 530 ლარი გამოუყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics