23:16 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-02-27 11:51:55, 674 ნახვა

მსოფლიო
ნებისმიერი სხვა ქალაქი გვაწყობს, რომლის ტერიტორიიდან რაკეტებს არ გვესვრიან - ზელენსკი ბელარუსში მოლაპარაკებებს არ დათანხმდა

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმერ ზელენსკი აცხადებს, რომ კიევი თანახმაა რუსეთთან მოლაპარაკებებზე ნებისმიერ ქვეყანაში, საიდანაც რაკეტებს არ ესვრიან უკრაინას.

როგორც ზელენსკიმ მის მიმართვაში განაცხადა, მინსკში მოლაპარაკება შეუძლებელია.

„ვარშავა, ბრატისლავა, ბუდაპეშტი, სტამბოლი, ბაქო - ჩვენ ყველამ შევთავაზეთ ეს რუსულ მხარეს. და ნებისმიერი სხვა ქალაქი გვიწყობს. ქვეყანაში, რომლის ტერიტორიიდან რაკეტები არ დაფრინავს“, - განაცხადა უკრაინის ლიდერმა.

ცნობისთვის, კრემლის პრესსპიკერმა დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ რუსეთის დელეგაცია, რომელიც შედგება საგარეო საქმეთა სამინისტროს, თავდაცვის სამინისტროსა და პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენლებისგან, ბელორუსულ გომელში ჩავიდა და უკრაინის წარმომადგენლებს დაელოდება.

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
პუტინის მეორე იახტამ რუსეთი დატოვა და თურქეთისკენ მიემართება
რუსეთში ბენზინის ფასმა პირველად გადააჭარბა 100 რუბლს ლიტრზე
რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა, ბენზინის ფასების ზრდის შესახებ მონაცემები გაასაიდუმლოს
კობახიძემ ივანიშვილის დაფუძნებულ ე.წ ქუთაისის საუნივერსიტეტო ქალაქს ბიუჯეტიდან 106 530 ლარი გამოუყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics