22:04 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-02-26 12:07:17, 589 ნახვა

მსოფლიო
იენს სტოლტენბერგი - ვააქტიურებთ ძალებს, ნატო-ს 100-ზე მეტი თვითმფრინავი და 120-ზე მეტი საბრძოლო გემი მზადყოფნაშია

რუსეთის მასობრივი სამხედრო მობილიზაციის პირობებში, ნატო აქქტიურებს საბრძოლო ძალებს მიწაზე, ჰაერში და ზღვაზე, - ამის შესახებ ჩრდილოატლანტიკური ალიანსის საგანგებო სხდომის შემდეგ, ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა ბრიფინგზე განაცხადა.

როგორც სტოლტენბერგმა აღნიშნა, 100-ზე მეტი თვითმფრინავი, 120-ზე მეტი საბრძოლო გემი საბრძოლო მზადყოფნაშია.

მისივე თქმით, კრემლის მიზანი არ შემოიფარგლება მხოლოდ უკრაინით და რუსეთი, როგორც აგრესორი და ბელარუსი, როგორც თანამონაწილე, ამაზე პასუხს აგებს.

„კრემლის მიზანი არ შემოიფარგლება უკრაინით, რუსეთმა მოითხოვა ლეგალური გარანტიები, რომ ნატო არ გაფართოვდება აღმოსავლეთით და ჯარები გაყვანილ იქნება აღმოსავლეთ ევროპიდან. ჩვენ ვართ ახალი გამოწვევების წინაშე. რუსეთი ღიად უპირისპირდება ევროპულ უსაფრთხოების სისტემას. მსოფლიო რუსეთს და ბელარუსს პასუხს აგებინებს ამ ქმედებებისთვის. რუსეთს, როგორც აგრესორს, ბელარუსს, როგორც თანამონაწილეს. 

პუტინის გადაწყვეტილება, შეჭრილიყო უკრაინაში სტრატეგიული შეცდომა, რომლისთვისაც რუსეთი საფასურს  გადაიხდის მომავალი წლების განმავლობაში. რუსეთის მასობრივი სამხედრო მობილიზაციის პირობებში ჩვენ ვააქტიურებთ ნატოს საბრძოლო ძალებს მიწაზე, ჰაერში და ზღვაზე. აშშ, კანადა და ევროპა ახდენენ ძალების მობილიზებას ალიანსის აღმოსავლეთ საზღვართან. ჩვენ მოვიყვანეთ 100-ზე მეტი თვითმფრინავი საბრძოლო მზადყოფნაში, ასევე, 120-ზე მეტი საბრძოლო გემი ჩრდილოეთის ზღვიდან ხმელთაშუა ზღვამდე. ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ დავიცვათ ნატოს ტერიტორიის თითოეული სანტიმეტრი“, - განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა, ბენზინის ფასების ზრდის შესახებ მონაცემები გაასაიდუმლოს
კობახიძემ ივანიშვილის დაფუძნებულ ე.წ ქუთაისის საუნივერსიტეტო ქალაქს ბიუჯეტიდან 106 530 ლარი გამოუყო
ჟურნალისტ როგავამ ეჭვი შეიტანა დაკავებული სპეცრაზმელის თავდასხმაში მონაწილეობაში
ახალი კონფლიქტი: ვარშავამ კიევი ისტორიულ პროვოკაციაში დაადანაშაულა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics