|
2022-02-22 19:18:37, 2394 ნახვა
კომენტარი
ნიდერლანდების პრემიერი პუტინზე - რა თქმა უნდა, ეს ადამიანი სრულიად გიჟია
ნიდერლანდების პრემიერ-მინისტრმა მარკ რუტემ პუტინს "გიჟუი" უწოდა ე.წ რესპუბლიკებს დონეცკის და ლუგანსკის დამოუკიდებლობის აღიარების შემდეგ. - ინფორმაციას Spiegel-ი ავრცელებს. ”რა თქმა უნდა, ეს ადამიანი სრულიად გიჟია,” - თქვა რუტემ და რუსეთის სახელმწიფოს მეთაურის ქმედებებზე კომენტარის გაკეთებისას. მან დასძინა, რომ უკრაინაში რუსეთის სრულფასოვანი შეჭრის შემთხვევაში, ევროკავშირის ქვეყნების სანქციების პაკეტი მნიშვნელოვნად გამკაცრდება. "ისინი [რუსეთში] ამას იგრძნობენ, გარწმუნებთ", - აღნიშნა ჰოლანდიის მთავრობის მეთაურმა. რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ რესპუბლიკების დამოუკიდებლობა აღიარა „მივიღე გადაუდებელი გადაწყვეტილება, რომელიც დიდი ხნის წინ მომწიფთა, ვაღიარო დონეცკისა და ლუგანსკის დამოუკიდებლობა. ვთხოვ, ფედერაციის საბჭოს სასწრაფოდ მოახდინოს ამ გადაწყვეტილების რატიფიცირება", - განაცხადა ვლადიმერ პუტინმა. მანამდე, კრემლმა გაავრცელა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, ვლადიმირ პუტინმა დასავლეთს აცნობა, რომ დონეცკის და ლუგანსკის დამოუკიდებლობის აღიარებას აპირებს. შეგახსენებთ, რომ რუსეთის დუმამ ე.წ დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკების აღიარების მოთხოვნით პუტინს 15 თებერვალს მიმართა.
„დეფიციტის ახალი ტალღა“: რუსეთში ბენზინგასამართი სადგურების 70%-ზე მეტს ბენზინი ამოეწურა
„ყველა, ვისაც შეუძლია, ცდილობს თავისი ფულის გატანოს“ - რუსი მილიარდერები კაპიტალის გადარჩენას ცდილობენ
ღარიბაშვილი: წერილი გამომიგზავნა მამუკა მდინარაძემ
ირაკლი ღარიბაშვილი საპატიმროდან დაპირებულ წერილს ავრცელებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)