14:38 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-02-21 22:52:54, 865 ნახვა

მსოფლიო
თეთრ სახლში აცხადებენ, რომ აშშ რუსეთს უკრაინის ნატო-ში გაწევრიანებაზე „მორატორიუმს“ არ დაპირებია

თეთრ სახლში რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის ინფორმაციას, თითქოს აშშ-მა უკრაინის ნატოში გაწევრიანებაზე „მორატორიუმი“ შესაძლებლად მიიჩნია, უარყოფენ.

როგორც თეთრ სახლში განაცხადეს, აშშ-ს არ შეცვლია ხედვები ნატო-ს წევრობასა და ალიანსის გაფართოვების პოლიტიკაზე და ჯო ბაიდენს, ვლადიმერ პუტინისთვის უკრაინის ნატო-ში გაწევრიანების შესახებ არანაირი გარანტია ან ვალდებულება არ მიუცია. 

„არ მომხდარა რაიმე პოზიციის ცვლილება აშშ-ს ხედვაში უკრაინის ნატოში გაწევრიანების შესახებ. ალიანსი ინარჩუნებს ღია კარის პოლიტიკას", - ნათქვამია განცხადებაში

ცნობისთვის, რუსეთის უშიშროების საბჭოს სხდომის შემდეგ პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა დაარწუნა, რომ უკრაინის NATO-ში მიღებას ჯერ არ აპირებენ, და მოსალოდნელია, „მორატორიუმიც".





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ეკატერინე ივანიშვილი მოკლული მასწავლებლის, გიგა ავალიანის დედის მიმართვას პასუხობს
კალაძე ყაველაშვილის ალი ხამენეის დაკრძალვაზე ჩასვლას არ გამორიცხავს
ირანული მედია: მიხეილ ყაველაშვილი აიათოლა ალი ხამენეის დაკრძალვაზე მიიწვიეს
სომხეთში, ამბერდის ციხესიმაგრეზე, თამარ მეფის იშვიათი მონეტა აღმოაჩინეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics