|
2022-02-08 15:02:25, 985 ნახვა
რეგიონი
2022 წელს აჭარის ჯანდაცვის სამინისტრომ საზღვარგარეთ მკურნალობის თანადაფინანსება გაზარდა
2022 წელს აჭარის ა/რ ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ საზღვარგარეთ მკურნალობის თანადაფინანსება გაზარდა. აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ,,მოსახლეობის საზღვარგარეთ მკურნალობის თანადაფინანსების" პროგრამის ფარგელბში ბენეფიციარებს დაუფინანსდებათ დარჩენილი თანხის 80% (ნაცვლად 70% ისა), არაუმეტეს 30 000 ლარისა (ნაცვლად 25 000 ლარისა). მათივე ცნობით, პროგრამით განიხილება იმ პაციენტების საზღვარგარეთ მკურნალობის თანადაფინანსება, რომლებიც ნაწილობრივ დაფინანსებულია საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს პროგრამით "მოსახლეობის სამედიცინო მომსახურების მიწოდება პრიორიტეტულ სფეროებში". "პროგრამის მიზანია, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მოსახლეობის დაცვა საზღვარგარეთ მკურნალობასთან დაკავშირებული ფინანსური რისკებისაგან. ამავე პროგრამით, ასევე ფინანსდება 18 წლამდე ასაკის ონკოჰემატოლოგიური დაავადების მქონე პაციენტების ძვირადღირებული ძვლის ტვინის ღეროვანი უჯრედების გადანერგვისა (100 000 ლარიდან - 210 000 ლარამდე) და გულის ტრანსპლანტაციის დაფინანსება ორი პაციენტისათვის, თითეულ პაციენტზე 200 0000 - 200 000 ლარი. მიმდინარე წელს პროგრამის ბიუჯეტი გაიზარდა და შედგენს 1 410 000 ლარს. 2021 წელს საზღვარგარეთ მკურნალობა დაუფინანსდა 37 პაციენტს", - ვკითხულობთ ინფორმაციაში.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)