08:03 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-02-08 01:28:57, 765 ნახვა

მსოფლიო
ჯო ბაიდენი - რუსეთი უკრაინაში შეჭრას თუ აირჩევს, ნატო მზადაა ამისთვის

უკრაინის კრიზისის ფონზე, შეერთებული შტატები და გერმანია რუსული აგრესიის საკითხის განსახილველად მზად არიან, – ამის შესახებ შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა გერმანიის კანცლერ ოლაფ შოლცთან ერთად თეთრ სახლში გამართულ შეხვედრაზე განაცხადა.

„გერმანია და შეერთებული შტატები, ჩვენს მოკავშირეებთან და პარტნიორებთან ერთად, მჭიდროდ მუშაობენ დიპლომატიური რეზოლუციების გასატარებლად. ჩვენ მკაფიოდ განვაცხადეთ, რომ მზად ვართ, კეთილსინდისიერად გავაგრძელოთ მოლაპარაკებები რუსეთთან. გერმანია ასევე არის ლიდერი, რომელიც დაძაბულობის დეესკალაციისკენ უბიძგებს და „ნორმანდიული ფორმატის“ მეშვეობით დიალოგს უწყობს ხელს. იმ შემთხვევაში, თუ რუსეთი უკრაინაში შემდგომ შეჭრაზე გააკეთებს არჩევანს, ჩვენ ერთობლივად ვართ მზად ამისთვის და ნატო მზადაა ამისთვის“, – აღნიშნა ბაიდენმა შოლცთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე.

აშშ-ის პრეზიდენტის თქმით, საუბრისას მხარეებმა მჭიდრო ალიანსის შენარჩუნებისა და ძლიერი სასანქციო პაკეტის შემუშავების საკითხები განიხილეს, რომელიც საკითხის საერთაშორისო გადაწყვეტას ნათლად გამოხატავს და დააწესებს სწრაფ, მძიმე შედეგებს, თუ რუსეთი უკრაინის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას დაარღვევს.

„თუ რუსეთი შეიჭრება, ეს ნიშნავს, რომ ტანკები ან ჯარები კვლავ გადაკვეთენ უკრაინის საზღვარს და მაშინ „ჩრდილოეთის ნაკადი 2“ აღარ იქნება“, – დაამატა ბაიდენმა.

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
აზერბაიჯანელმა პოლიტპატიმრებმა ფონ დერ ლაიენს ბაქოში ვიზიტის დროს ადამიანის უფლებების საკითხების წამოჭრისკენ მოუწოდეს
რუსეთის ელიტა ომის ესკალაციისთვის ემზადება უკრაინის მიერ რუსეთის სიღრმეში თავდასხმების შემდეგ - The Washington Post
ცოტნე ივანიშვილი პარლამენტში ცემა-ტყეპაზე - ხელი როგორ მოხვდა, რა ფორმით მოხდა, რა სიძლიერით მოხვდა, ამის ზომვა როგორ უნდა დავიწყოთ?
ოლიგარქის ვაჟს ცოტნე ივანიშვილს ოცნების ახალგაზრდული ორგანიზაცია აბარია და ამბობს რომ პოლიტიკაში ჩართვის ინტერესი არ აქვს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics