|
2022-02-04 12:11:57, 1364 ნახვა
რეგიონი
სოფელ ქვემო რენეში ცენტრალურ ავტობანთან დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაციის სამუშაოები დაიწყო
სოფელ ქვემო რენეში ცენტრალურ ავტობანთან დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაციის სამუშაოები დაიწყო, რომელსაც ელექტრონულ ტენდერში გამარჯვებული შპს „იბოლია“ ორ ეტაპად ახორციელებს. მშენებელი ამჟამად რკინაბეტონის კიუვეტების - სანიაღვრეების მოწყობაზე მუშაობს. გზაზე ასევე გაკეთდება ეზოში შესასვლელები და საგზაო ნიშნები. კასპის მუნიციპალიტეტის კოდისწყაროს ადმინისტრაციულ ერთეულში შემავალი სოფლების ნიგოზას, ჩობალაურის, ქვემო და ზემო რენეს ადგილობრივი მნიშვნელობის, თბილისი - სენაკი - ლესელიძეს ავტობანთან დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაციის სამუშაოები გასულ წელს დაიწყო. პროექტი გარდამავალია და 2022 წელსაც გრძელდება. 2021 წელს დასრულდა სოფლების ჩობალაურის და ზემო რენეს გზების კეთილმოწყობა. წელს კი სოფელ ქვემო რენესა და ნიგოზას გზების რეაბილიტაცია დასრულდება. პროექტის სრული (4 სოფელი) ღირებულება 1 336 200 ლარია, რომელიც რეგიონალური განვითარების ფონდისა და კასპის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტის მიერ ფინანსდება. ათეული წლებია ქვემო რენეს გზას რეაბილტაცია არ ჩატარებია, გზაზე გადაადგილება უჭირს როგორც მოსახლეობას, ასევე ტრანსპორტს, განსაკუთრებით ნალექიან ამინდში. პროექტის განხორციელების შედეგად გზები აღარ იქნება გაუვალი, მოსახლეობის გადაადგილება გახდება უსაფრთხო და კომფორტული. საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობა, განსაკუთრებით სოფელში მისასვლელის მოსახლეობისთვის უმნიშვნელოვანესია, ამიტომ ვცდილობთ შესაძლებლობის ფარგლებში დროულად მოვაგვაროთ - აღნიშნა კასპის მუნიციპალიტეტის მერმა ვახტანგ მაისურაძემ.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)