11:49 - 28 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-02-02 11:21:07, 559 ნახვა

პოლიტიკა
სალომე სამადაშვილი „ლელოს“ შეუერთდა და ის პარტიის პოლიტსაბჭოს მდივნად აირჩიეს

სალომე სამადაშვილი ლელოს შეუერთდა და ის პარტიის პოლიტსავჭოს მდივნად აირჩიეს. - ამის შესახებ პარტიის თავმჯდომარე მამუკა ხაზარაძემ ბრიფინგზე განაცხადა.

"მინდა გითხრათ,  რომ "ლელოს საქართელოში" გუშინ ჩატარდა პოლიტსაბჭოს სხდომა. საბჭომ დაამტკიცა სალომე სამადაშვილის შემოერთება,  ამასთან სამადაშვილი დანიშნულ იქნა პოლიტიკურსაბჭოს მდივნად.

ბედნიერები ვართ, რომ ასეთი სერიოზული ძალა შემოემატა ლელოს. განსაკუთრებით, მნიშვნელოვანია ყველა პროდასავლური ძალის გაერთიანება, რათა ის გამოწვევები, რაც ჩვენს ქვეყანას აქვს და აქვს ჩვენს მოძმე უკრაინას და რაც ხდება რეგიონში გეოპოლიტიკურად ამას საქართველო უნდა დახვდეს გაძლიერებული და გაძლიერაებაში ვგულისხმობ ყველა იმ ძალის გაერთიანებას, რომელიც ფიქრობს ხვალინდელ დღეზე." - განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

სამადაშვილის განცხადებით, ლელო პატრიოტების გაერთიანებაა და მათთან თანამშრომლობა მნიშვნელოვანი ფაქტორია.

"ლელო" არის პატრიოტების გაერთიანება და ამიტომ მნიშვნელოვნად მიმაჩნია მათთან გაერთიანება" - აცხადებს სალომე სამადაშვილი.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მოსკოვში დრონებით თავდასხმის შესახებ განაცხადეს და ქალაქის აეროპორტებმა ფრენები შეაჩერეს
Porsche კიდევ 5000 სამუშაო ადგილს შეამცირებს
გერმანიაში დაახლოებით 450 პოტენციური ისლამისტი ტერორისტი იქნა იდენტიფიცირებული
ტრამპი: ირანს იგივე ემართება, რაც ვენესუელას დაემართა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics