|
2022-02-01 14:55:22, 525 ნახვა
პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე „ენმ“-ზე - ჰიმნის ფონზე გაშალეს სააკაშვილის, პათოლოგიური კაცის ბანერი, მათთვის სახელმწიფოც ეს ავადმყოფი კაცია
დღეს, სახელმწიფო ჰიმნის ფონზე, გაშალეს სააკაშვილის, ამ პათოლოგიური კაცის ბანერი, ამით ყველაფერი ნათქვამია, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ „ნაციონალურ მოძრაობაზე“ საუბრისას განაცხადა. როგორც კობახიძემ აღნიშნა, „ნაცმოძრაობა“ არის ძალა, რომელსაც არ შეუძლია დემოკრატიული სისტემისთვის სიკეთის კეთება, შესაბამისად, მათი მხრიდან პარლამენტის მუშაობაში კონსტრუქციული წვლილის მოლოდინი არ აქვთ. „სამწუხაროდ, ეს არის პოლიტიკური ძალა, რომელსაც სიკეთის კეთება არ შეუძლია ქვეყნისთვის, დემოკრატიული სისტემისთვის და მოლოდინი არის შესაბამისი, რომ ბუნებრივია, არ ველოდებით მათი მხრიდან რაიმე კონსტრუქციულ წვლილს პარლამენტის მუშაობაში, ეს არის სამწუხარო რეალობა, ეს რეალობა არის დაკავშირებული მათ წარსულთან, მათ აწმყოსთან და ამათი მომავალიც იქნება შესაბამისი. დღეს, საქართველოს სახელმწიფო ჰიმნის ფონზე, მათ გაშალეს პარლამენტის სხდომათა დარბაზში სააკაშვილის, ამ პათოლოგიური კაცის ბანერი. ამით არის ყველაფერი ნათქვამი, მათთვის, ქვეყანაც, სამშობლოც, სახელმწიფოც არის ეს ავადმყოფი კაცი. ასეთი პოლიტიკური ძალისგან და ასეთი ადამიანებისგან ბუნებრივია, სიკეთეს არაფერს უნდა ველოდოთ“, - განაცხადა კობახიძემ.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)