|
2022-02-01 13:28:12, 953 ნახვა
რეგიონი
კასპში ჯავახიშვილის ქუჩის მოწყობა-მოასფალტების სამუშაოები მიმდინარეობს
ქალაქ კასპში ჯავახიშვილის ქუჩის მოწყობა-მოასფალტების სამუშაოები მიმდინარეობს. - ინფორმაციას კასპის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს. უწყების ცნობით, გზის სარეაბილიტაციო სამუშაოებს ელექტრონულ ტენდერში გამარჯვებული შ.პ.ს „შარა“ ახორციელებს. მშენებლები ამჟამად გზის საფუძვლის და რკინაბეტონის კიუვეტების მოწყობაზე მუშაობენ, ქუჩაზე მოეწყობა გადასასვლელებიც. წინა მოსამზადებელი სამუშაოების დასრულების შემდეგ კი ასფალტის დაგებას დაიწყებენ. ქუჩის რეაბილიტაციის სამუშაოები ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება და მასზე 424 000 ლარი დაიხარჯება. მშენებელმა ქუჩის სრული რეაბილიტაცია, რომლის სიგრძე 558 გრძივი მეტრია აპრილის თვეში უნდა დაასრულოს. "კასპში საგზაო ინფრასტრუქტურის სამუშაოებს 2022 წელსაც ვაგრძელებთ. ჯავახიშვილის ქუჩა აუცილებელ განახლებას საჭიროებდა, გამოვაცხადეთ სამუშაოების ტენდერი და გამარჯვებულმა კომპანიამ სამუშაოები მალევე დაიწყო. პროექტის განხორციელების შემდეგ მოსახლეობა და ტრანსპორტი კეთილმოწყობილი გზთ შეძლებს გადაადგილებას. სულ მალე სამუშაოები ცხვედაძის ქუჩაზეც დაიწყება" , - აღნიშნა მუნიციპალიტეტის მერმა ვახტანგ მაისურაძემ.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)